უწყებათაშორისი საკოორდინაციო
საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერიდან 31 იანვრის
ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:
-
21:00 საათიდან 05:00 საათამდე
პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით,
ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე –
31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე;
-
მგზავრების რეგულარული
საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით,
სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ
წესდება შეზღუდვა;
-
რესტორნები და კვების ობიექტები
მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დასაშვებია: პროდუქტის გატანა
ე.წ. takeaway, „დელივერი“ და „დრაივი“.
-
ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო
აუზების მუშაობა;
-
ყველა სახის კონფერენციის,
ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება –
დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.
-
სპორტული, სახელოვნებო და კულტურული
წრეების/სტუდიების საქმიანობა.
დიდ ქალაქებში — თბილისში,
ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში
— და სათხილამურო კურორტებზე — ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა
და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები:
-
ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ.
ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის,
ქ. ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის
მუშაობა;
-
სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის,
ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო
ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ
მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;
-
ღია და დახურული ბაზრობები არ
მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;
-
სკოლები, პროფსასწავლებლები და
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო
საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ
რეჟიმზე;
-
კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები
აჩერებენ მუშაობას.
სათხილამურო კურორტებზე
სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების
მოსაწყობად და ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო
საბაგიროების ფუნქციონირება.
24 დეკემბრისა და 2 იანვრის
პერიოდში შეზღუდვების შემსუბუქდება:
-
იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია
და დახურული ბაზრობები;
-
აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე –
საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.
3 იანვრიდან 15 იანვრის
პერიოდში:
-
ცხადდება უქმე/დასვენების
დღეები;
-
აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც
მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში;
-
არ მუშაობს საჯარო და კერძო
დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის
ობიექტებისა და სერვისებისა.
16 იანვრიდან 31 იანვრის
პერიოდში ქვეყნის მასშტაბით:
-
აღდგება მუნიციპალური და
საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და
დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).
-
შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო
ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას
მთელი ამ პერიოდის
განმავლობაში არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის –
ტაქსით) გადაადგილება და შეზღუდვები არ ეხება ყველა სხვა
ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:
-
სახელმწიფო და კერძო
სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;
-
საბანკო და საფინანსო
საქმიანობას;
-
სურსათის, ცხოველების საკვების,
აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის
მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;
-
დელივერსა და გატანის
სერვისებს;
-
სილამაზის სალონებისა და
ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;
-
ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური
ინსპექტირების სერვისებს;
-
საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო
სერვისებს;
-
აგრარული ბაზრობის
მუშაობას
-
და სხვა.
მასალის გამოყენების პირობები