კორონავირუსის ვაქცინების მომავალი ბაზარი
ექსპერტებმა 10 მილიარდ დოლარად შეაფასეს წელიწადში.
ამის შესახებ The Guardian-ი Morgan Stanley-სა და Credit Suisse-ის
ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს.
ეს ბანკები საკუთარ პროგნოზებში ვარაუდობენ, რომ
ადამიანებს კოვიდისგან ვაქცინირება ყოველ წელს მოუწევთ, ისევე როგორც
გრიპის შემთვევაში, ხოლო ერთი დოზის საშუალო ფასი 20 დოლარი
იქნება.
Morgan Stanley-ის ანალიტიკოსი მეთიუ ჰარისონი
თვლის, რომ თუ კორონავირუსისგან აიცრება იმდენივე ადამიანი, რამდენიც
გრიპისგან, ფარმაცევტული კომპანიების მოგება შტატებში, ევროპასა და
სხვა განვითარებულ ქვეყნებში წლიურ 10 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
ექსპერტი ვაქცინის ერთი დოზის წარმოებას 5-10 დოლარის ფარგლებში
პროგნოზირებს. ბაზრის მოცულობა კი იმაზე იქნება დამოკიდებული, გახდება
თუ არა ვაქცინაცია ყოველწლიურად სავალდებულო, ასევე თავად ვაქცინის
ღირებულებაზე, შედეგად კი მსოფლიოს მასშტაბით ის შეიძლება 25 მილიარდ
დოლარამდეც გაიზარდოს.
Credit Suisse-ის ანალიტიკოსი ევან სეიგერმანი
ფიქრობს, რომ მხოლოდ ამერიკის ბაზარს შეუძლია მიაღწიოს 10 მილიარდ
დოლარს, ეს ფასი კი მიღებულია Pfizer-ის ვაქცინის სავარაუდო ფასიდან,
რომელიც 19,5 დოლარი ღირს და დაახლოებით 330 მილიონი ყოველწლიურად
ასაცრელი ადამიანების რაოდენობიდან, ისე რომ, ორი დოზით აიცრან
წელიწადში.
AstraZeneca-ს ვიცე-პრეზიდენტი მენე პანგალოსის განცხადებით, მათი
ფარმაკომპანია იმედოვნებს, რომ ვაქცინა, რომელიც მუშავდება ოქსფორდის
უნივერსიტეტთან ერთობლივად, სულ ცოტა 1 წელიწადი დაიცავს ადამიანებს
კორონავირუსისგან.
წყარო:
bpn.ge
მასალის გამოყენების პირობები