ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" კორონავირუსით
ინფიცირებულ პაციენტს ტყუპი ვაჟი შეეძინა.
კლინიკაში განმარტავენ, რომ საეკეისრო კევთა ოთხ ფეხმძიმეს ჩაუტარდა
და ოთხივე მათგანი თავს კარგად გრძნობს. საკეისრო კვეთის შედეგად ხუთი
ახალშობილი გაჩნდა, მათ შორის ტყუპი ვაჟი.
,,განსაკუთრებით რთული იყო ერთი ორსულის მდგომარეობა, რომელსაც
სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. საბოლოოდ ყველაფერი კარგად
დასრულდა. დედებიც და ახალშობილებიც თავს კარგად გრძნობენ,"-ამბობს
კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.
26 ოქტომბერს, "კლინიკა ბომონდი"-ს კოვიდცენტრი 13-მა
გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა, ხოლო 6 პაციენტი
დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით საკარანტინე სივრცეში გადავიდა.
ამ დროისთვის კლინიკაში კოვიდდადებითი 77 პაციენტი რჩება.
მასალის გამოყენების პირობები