საზოგადოება
"აქ ახლა მიხვდნენ, რომ ზომების მიღება დააგვიანეს" - ქუთაისელი გოგონა გერმანიიდან
FaceBook
მარიამ თაბუკაშვილი 11 წელია გერმანიაში, ქალაქ ფრეიბურგში ცხოვრობს და კორონავირუსის ეპიდემიის დროს გერმანული ცხოვრების გამოცდილებას გვიყვება.

ის ფრეიბურგში მარტო ცხოვრობს და ოჯახის წევრებს ონლაინ ეკონტაქტება. ამიტომ როგორც თვითონ ამბობს არ ეშინიათ.

ხორცპროდუქტების ერთერთ მაღაზიაშია დასაქმებული. ამბომბს, რომ სამუშაო საათები, დაახლოებით, ორი-ოთხი საათით გაეზარდა, თუმცა სამსახურმა დააწინაურა და ჰონორარიც შესაბამისად შეიცვალა.

მარიამ თაბუკაშვილი მის სამუშაო ადგილას შემუშავებულ იმ უსაფრთხოების ზომებზე ყვება, რომელიც უცხო არც საქართველოსთვისაა.

"მაღაზიაში გარეთ კარებთან გვიდევს სკამი, სადაც ხელის სადეზინფექციო ხსნარი დევს. ხუთ კაცზე მეტის ერთდროულად ყოფნა შიგნით აკრძალულია. იატაკზეც მოხაზული გვაქვს ადგილები, სადაც უნდა დადგნენ მეტრნახევარი დისტანციის დაცვით.

გარდა ამისა, დახლებზე გავაკეთეთ ცელოფნის კედლები და კლიენტთან შეხება არ გვაქვს. ვმუშაობთ ხელთათმანებით, მოლარეს ხელთათმანთან ერთად პირბადეც უკეთია. რეკომენდაცის ვუწევთ, ბარათით გადაიხადონ.

სამსახურში გვეუბნებიან, არ ინერვიულოთ, ყველას შეგვხვდება კორონავირუსიო", - ამბობს მარიამ თაბუკაშვილი.

მისი თქმით საქართველოში დაბრუნებაზე არ უფიქრია და არც ახლა სურს სამშობლოში დაბრუნება, რადგან მას სამსახური აქ აქვს. თუმცა შორიდან უხარია, თუ როგორ უმკლავდება მისი ქვეყანა COVID-19-ს.

"რომ ვუყვები აქაურებს საქართველოს ამბებს ვირუსს როგორ ვებრძვით, ძალიან უკვირთ. აქ ახლა მიხვდნენ, რომ ზომების მიღება დააგვიანეს. აკრძალვის მიუხედავად ქუჩებში მაიცნ ბევრი ხალხმრავლობაა. გადაჭედილია ტბები, სკვერები ხალხით, სავსე არის ხალხი", - ამბობს ის.

მარიამ თაბუკაშვილი ასევე სამედიცინო პერსონალთან ურთიერთობის მის გამოცდილებაზე საუბრობს, რომელიც მისივე თქმით არც ისე მარტივია.

"სამი კვირის წინ ძალიან ცუდად ვიყავი. ვეღარ ვსუნთქავდი, ვახველებდი საშინლად. არ ვიცი ზუსტად კორონავირუსი მქონდა თუ რა. ახლაც მახველებს. სამი კვირა დამჭირდა რომ გამოვსულლიყავი მდგომარეობიდან და ეს პერიოდი დაახლოებით ემთხვევა იმ პერიოდს, რაც სჭირდება კორონავირუსიან ადამიანს გამოსაჯანმრთელებლად.

ადგილობრივ კლინიკაში რომ მივედი, ორი მეტრის მოშორებით დადგა ექიმი და მითხრა, არ მოგიახლოვდებიო, რომ არ გადამედოსო, მაგრამ ვფიქრობ, კორონა არ გექნება, რადგან მოგზაურობის ისტორია არ გაქვსო. ახლა არც ვიცით სად უნდა გავაგზავნოთო ნაცხი გადასამოწმებლად და თუ ვერ გამოკეთდი, ხვალ დაგვირეკე და ხვალისთვის გვეცოდინებაო", - გვიყვება მარიამი.

ის, ასევე, იხსენებს, რომ მის მეგობარს, რომელიც ბავშვებთან მუშაობს, სამსახურმა ექიმის ცნობა მოთხოვა იმის შესახებ იყო თუ არა COVID-19-ით ინფიცირებული.

"ეხვეწებოდა ექიმს, ბოლოს უთხრა, რომ სამსახურიდან მაგდებენ, ცნობას მთხოვენო და ფაქტობრივად, იძულებით გააკეთებინა კორონავირუსზე ტესტი. არ კეთდება ეს ტესტები ესე ადვილად აქ. თუ არ ხარ აპარატზე შესაერთებელი და არ იხრჩობი გეუბნებიან, დარჩი სახლში", - ამბობს მარიამი.


ფოტოები ფრეიბურგიდან ნატა უჩავამ მოგვაწოდა



ამ დროისათვის გერმანიაში კორონავირუსის 137, 698 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 81, 800 გამოჯანმრთელდა, დაიღუპა - 4, 052.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.