ქუთაისიპოსტი"- ის რუბრიკის "ევროპული არჩევანი"- ს მიზანია
მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება, ინფორმაციის მიწოდება ევროპულ
ღირებულებებსა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ
ვალდებულებებზე.
რუბრიკის ფარგლებში, თვეში ერთხელ, ტარდება ვიდეო გამოკითხვა,
სფეროების მიხედვით.
რა იციან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებეთან დაკაშირებით
მათ სფეროსთან მიმართებაში? რატომ შეიძლება იყოს ის კარგი ან ცუდი?
გამოკითხვის შემდეგ კი, "ქუთაისიპოსტზე" განთავსდება სტატია,
კონკრეტულ სფეროსთან მიმართებაში რა ვალდებულებებია რატიფიცირების
ხელშეკრულებით გათვალისწინებული და რა შედეგები შეიძლება მოიტანოს
მან.
"ევროპული არჩევანის" მორიგი თემა გახლავთ ევროკავშირთან ასოცირების
ხელშეკრულება თუ რა პერსპექტივებს ითვალისწინებს გლეხებისთვის,
რომლებიც თავიანთ მოყვანილ პროდუქციას უწევენ რეალიზაციას, ასევე,
რამდენად ვარგისიანია მათი პროდუქტი ევროპის ბაზარზე გასატანად?
ამასთან დაკავშირებით "ქუთაისიპოტმა" გლეხები გამოკითხა.
მასალის გამოყენების პირობები