საზოგადოება
5 ათას ლარამდე ჯარიმა და შეწყვეტილი ხელშეკრულება - ბაღებს ბოსტნეულით ახალი კომპანია მოამარაგებს
FaceBook
ინდ.მეწარმე "შალვა ლეონიძესთან", რომელიც საბავშვო ბაღებს საკვებით შეფერხებით ამარაგებდა ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ 5000 ლარამდე თანხით დააჯარიმა, შემდეგ კი ხელშეკრულება 25 ოქტომბერს შეწყვიტა. ბაღების ბოსტნეულით მომარაგებაზე კი გაერთიანება ტენდერს ნოემბრის დასაწყისში გამოაცხადებს, მანამდე კი ერთთვიანი ხელშეკრულება 53 820 ლარზე შპს "იმპორტს თუ ჯორჯიასთან" გააფორმა.

ინდ.მეწარმემ ქალაქში არსებული 37-ე საბავშო ბაღის ბოსტნეულით მომარაგებაზე პასუხისმგებლობა გაერთიანების მიერ გამოცხადებული ტენდერის (160030100) გზით მიიღო. 480 000 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობა შვიდმა კომპანიამ მიიღო. თუმცა, ვაჭრობის შედეგად პრედენტენ კომპანიებს შორის ყველაზე ნაკლები თანხა ინდ.მეწარმე შალვა ლეონიძემ შესთავზა, რის გამოც ბაღების გაერთიანებს ხელშეკრულება 279 856 ლარზე მიმდინარე წლის 20 იანვარს გააფორმა.

მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ინდ.მეწარმეს საბავშვო ბაღები 2017 წლის ბოლომდე ბურღულეულით, კარტოფილით, ბოსტნეულით და ხილით უნდა მოემარაგებინა.

გაერთიანებაში განმარტავენ, ამ პროდუქტების მოწოდებას ინდ.მეწარმეს პრობლემები ექმნებოდა, რის გამოც, მას პედიოულად გაფრთხილებას აძლევდნენ.

"ინდ მეწარმე ხელშეკრულების გაფორმებიდან დღემდე ხუთჯერ დაჯარიმდა, რადგან ის ვალდებულების შესრულებას ვერ ახერხებდა," - ამბობს ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების იურისტი რამაზ იობიძე.

თავად, ინდ.მეწარმე შალვა ლეონიძე ჩვენთან საუბარში იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც, ის ვერ ახერხებდა ბაღების დროულ მომარაგებას.

"თბილისიდან ქუთაისში ტრანსპორტირებას დრო ჭირდება, ხშირად იყო რომ მანქანა ზიანდებოდა და პროდუქტის ჩამოტანაც გვიანდებოდა. პრობლემა იყო ისიც, რომ აგვიანდებოდა აიპიდან თანხებს გადმორიცხვა," - ამბობს შალვა ლეონიძე.

თანხების შეფერხებით გადარიცხვის ფაქტს არ ადასტურებენ ქუთაისის ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში.

"არ შეესაბამება სიმართლეს ის ინფორმაცია, რომ თანხების გადარიცხვა არ ხდებოდა დროულად," - ამბობს იურისტი რამაზ იობიძე.

ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, ამ დრომდე გაწეული მომსახურებისთვის ინდ.მეწარმეს 125 053 ლარი აქვს ათვისებული.

ქუთაისის ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებში მედოვნებენ, რომ საბავშვო ბაღების ბოსტნეულით მომარაგებაზე ახალ მიმწოდებელთან, პრობლემა აღარ შეექმნებათ.



ამავე თემაზე:

"ხელშეკრულებას შევწყვეტთ" - ბაღების გაერთიანება ქუთაისის ბაღებში შექმნილ კვების პრობლემაზე (ფოტო)

1 ლარად მოგებული ტენდერები ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.