საზოგადოება
ტურისტული გამოფენები მოსკოვში, ყაზახეთსა და იაპონიაში და ქუთაისის ბიუჯეტიდან დახარჯული 42 001 ლარი
FaceBook

"ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრმა" მიმდინარე წელს სამ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილება.


ყაზახეთში "KITF-2017", მოსკოვში გამართულ ტურისტულ"Отдых Leisure 2017" და იაპონია "Tourism EXPO Japan 2017" - სწორედ ამ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა მიმდინარე წელს ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა. ამ ფესტივალებში მონაწილეობის მისაღებად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 42 001 ლარი დაიხარჯა. სხვადასხვა ქვეყნებში სამივლინებო ხარჯები ასე გადანაწილდა.


ყაზახეთში სამი დღე (19-21 აპრილი) - 8 100 ლარი, ასევე სამი დღე (19-21 სექტემბერი) მოსკოვში მივლინების ხარჯმა 13 187 ლარი შეადგინა და ხოლო 20 713 ლარი დაიხარკა იაპონიაში ვიზიტისთვის.

"იმის გამო, რომ ქუთაისის ტურიზმის ეროვნულმა ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო მიმდინარე წლის აპრილში, ცენტრის თანამშრომლებმა მონაწილება მიიღეს იმ გეგმიურ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში, რომლებიც გათვალისწინებულ იყო ქუთაისის მერიის ტურიზმის განყოფილების 2016 წლის ბიუჯეტით",- წერია ქუთაისის მერიიდან მიღებულ ოფიციალურ წერილში.


ქუთაისის ტურიზმის ცენტრი ყაზახეთის "KITF-2017" -ის ტურისტულ გამოფენაზე

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის, ტატო ლილუაშვილის თქმით, მოსკოვში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში თავად არ იმყოფებოდა. მისი თქმით, გამოფენაში მონაწილების მიზანი ქალაქის ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია იყო.

" წარმოვადგინეთ ქუთაისი, თუ რა შეიძლება ნახოს ტურისტმა ჩვენს ქალაქში, რა სანახაობებია, ასევე, რა ფასებია და გარემო რამდენად არის ვიზიტორებისთვის უსაფრთხო. გამოფენაზე ასევე, იმყოფებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც, მათთან ხდებობდა გასაუბრება და ქუთაისის პუპულარიზაცია", - ამბობს ქუთაისის ტურიზმის ცენტრის ხემძღვანელი, ტატო ლილუაშვილი.


ქუთაისის ტურიზმის ცენტრი ტოკიოს "Tourism EXPO Japan 2017" ტურისტულ გამოფენაზე

მისი თქმით, ტურისტულ გამოფენებში წარმოდგენილი აქვთ, ბუკლეტები, სამზარეულოს, სანახაობების შესახებ, ასევე არის ქუთაისის რუკებიც. ტატო ლილუაშვილის თქმით, ქუთაისის ტურიზმის ცენტრში სხვადასხვა გამოფენებში მონაწილების შესახებ ინფომაცია საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოსგან მოდის.

"ყოველი წლის ნოემბრის თვეში მოდის ჩამონათვალი რა გამოფენები არის დაგეგმილი და ჩვენც ტურიზმის ეროვნული სააგენტოს წარმომადგნლებთან ერთად, ვიღებთ მონაწილებას. ასე იყო რუსეთის ყაზახეთის და იაპონიის შემთხვევაშიც" - ამბობს ტატო ლილუაშვილი.

მისი თქმით, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილების მთავაში შედეგი არის იმ ტურისტების რაოდენობა რომლებიც ქუთაისის ყოველდღიურად სტუმრობენ.
ქუთაისის ტურიზმის ცენტრის ინფორმაციით, 2017 წლის აქგვისტოში ქუთაისში ტურისტების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა და მათმა რიცხვმა 2254 შეადგინა , ხოლო მიმდინარე წლის სექტემბერში კი ქუთაისს 1673 ვიზიტორი ესტუმრა.

ქუთაისში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი 2 მაისამდე მერიის ადმინისტრაციულ შენობაში იყო განთავსებული. ცენტრისთვის "მირზაანის" ყოფილი შენობა მერიამ 2015 წელს შეიძინა, ხოლო ობიექტის მოსაწყობად სახელმწიფო შესყიდვა გასულ წელს გამოაცხადა, სადაც გამარჯევბულ კომპანიად შპს "პარმარი" დასახელდა. კომპანიამ ობიექტის კეთილმოწყობის სანაცვლოდ ბიუჯეტიდან 162 000 ლარი მიიღო.


ამავე თემაზე:

არგო, ზღვა და მზე - ქუთაისის ტურიზმის ცენტრის მოხატული კედელი (ფოტო)


ქუთაისის მერიამ "მირზაანის" შენობა შეიძინა

ქუთაისში ტურისტული ცენტრის გახსნაზე ლენტი განჯის მერმა გაჭრა

ქუთაისში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შენობის ნაწილს აუქციონზე გაიტანენ

ქუთაისის ტურიზმის ცენტრმა 2 მაისიდან ამ დრომდე 600 ტურისტი მიიღო

 



 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.