რა ვიცით ქუთაისში იმ ადგილებზე და სხვადასხვა
არქიტექტურულ ნაგებობებზე, რომელთაც შესაძლოა ყოველდღე ვხედავთ? რა
ისტორია უკავშირდება თითოეულ მათგანს, რომელსაც გარკვეული
საზოგადოებრივი სახელი თავად მოქალაქეებმა და დრომ დაუმკვიდრა.
ნაცნობი-უცნობი ქალაქი ნახეთ "ქუთაისიპოსტ"-ის რუბრიკაში
"ნაცნობი-უცნობი ქუთაისი". რუბრიკის არსი მდგომარეობს კონკრეტულ
ადგილზე მოქალაქეთა ვიდეოგამოკითხვაში – რა იციან გამოკითხვის
ობიექტის შესახებ? – ხოლო გამოკითხვის შემდეგ, "ქუთაისიპოსტ"-ზე
განთავსდება ინფორმაცია გამოკითხვის ობიექტის ისტორიის შესახებ. ერთად
გავიგოთ ქალაქში არსებული ადგილებისა თუ არქიტექტურული ნაგებობების
ისტორია.
თვეში ორჯერ (შაბათს) – kutaisipost.ge-ზე ადევნეთ თვალი ახალ
რუბრიკას – "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი" რუბრიკის მორიგი შეკითხვა
გახლდათ: რა ისტორია უკავშირდება ქუთაისში გასართობი ცენტრი "სულიკოს"
ყოფილ შენობას? (ვიდეო ნახეთ აქ ). "ქუთაისიპოსტის " ინფორმაციით,
ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე გასართობი ცენტი "სულიკოს" ყოფილი
შენობა 80-იან წლებში აშენდა. შენობა თავიდანვე გათვალისწინებული იყო
კინოთეატრისთვის. კონოთეატრი "სულიკო" გაიხსნა 1982 წელს, რომელმაც
მხოლოდ 5 წელი იარსება. რაც შეეხება, სახლწოდება "სულიკოს",
მაშინდელმა მთავრობამ გადაწყვიტა ეს სახელი მიენიჭებინა. რადგან,
"სულიკო" უკავშირდებოდა ქუთაისს.
"ქუთაისიპოსტის" მკითხველის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, იმ ადგილას
სადაც, ახლა "სულიკოს" ყოფილი შენობა დგას, ადრე კერძო ორსართულიანი
შენობა იყო. "საერთოდ ის ადგილი და პარლამენტის შენობის ადგილი ჭაობით
და ბაყაყებით იყო დაფარული. მახსოვს 1986 წელს, როდესაც მემორიალი
იხსნებოდა, ამ წყლით დაფარული სახლის წინ იჯდა შავებში ჩააცმული
ხანშიშესული ქალბატონი და მთავრობას წყევლიდა. მემორიალში მილიონები
გადაიხდეს და მე წყალში ვიხრჩობიო, შემდეგ აშენდა კინო "სულიკო 88-90
წლებში. დიდი ვერაფერი არქიტექტურაა", - იხსნებს ადგილობრივი
მცხოვრები რომანი გელიაშვილი.
2004 წლიდან შენობა კერძო მესაკუთრის ხელში გადავიდა, რის შემდეგაც იქ
სხვადასხვა გასართობი ცენტრი გაიხსნა. ბოლო ორი წელია, შენობაში
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი არის განთავსებული. სადაც,
კინოჩვნებებიც იმართება.
მასალის გამოყენების პირობები