ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე მცხოვრები მაზერების ორსულიანი ოჯახი
სოციალური დახმარების აღდგენას 6 თვეა უშედეგოდ ითხოვს.
დახმარების შეწყვეტის მიზეზი, ოჯახის თქმით, ზამთარში
ელექტრონერგიის გახარჯვაზე მოსული მაღალი
გადასახადია.
"სიცივეები რომ იყო სამი თვე ვიხმარეთ დენი და 100 ლარამდე
ავიდა. აბა რა უნდა გვექნა?!", - ამბობს ნატო პროტასოვა.
ის ამბობს, რომ მათ დაბალი, სოციალური ფონის გარდა, ჯანმთელობის
პრობლემაც აქვთ. ნატო გვიყვება, რომ მისი მეუღლე მეორე ჯგუფის
ავადმყოფია, რის გამოც დაქვეითებული აქვს მხედველობა და
დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს.
ბორის მაზერის ოჯახს სოციალური შემწეობა 2009 წელს დაენიშნათ და მათ,
ყოველთვიური დახმარება 108 ლარს შეადგენდა. მაშინ ოჯახის სოციალური
მდგომარეობა 11 000 ქულით შეფასდა, მიმდინარე წლის მარტში კი - 111
000 ქულა ჩამოუვიდათ.
ბორის მაზერს
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო
დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს
მაზერებმა განგვიმარტეს, რომ ოჯახს პენსიის
გარდა, რომელიც 180 ლარია, სხვა არანაირი
შემოსავალი არ გააჩნიათ. თუმცა, განმარტავენ, რომ
სესხის გამო 180 ლარიდნ მხოლოდ 90 ლარი რჩებათ.
სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების
სამხარეო ცენტრში აცხადებენ, რომ ოჯახისთვის სოციალური შემწეობის
გაუქმების მიზეზი მხოლოდ დენის მაღალი გადასახადი არ ყოფილა და
სარეიტინგო ქულაზე გავლენას ოჯახის მიერ მოწოდებული და ასევე,
ოფიციალურ სტრუქტურებში დაფიქსირებული ინფორმაცია ახდენს.
"კონკრეტულად ერთი პუნქტი გავლენას არ ახდენს სარეიტინგო ქულაზე. რა
ინფორმაციაც წერია, ყველა მონაწილეობს ქულის დათვლაში. ბოლო პერიოდში
17- ჯერ მეტი თანხა აქვთ დაფიქსირებული, რაც კომუნალური
მომსახურებისთვის გადაიხადეს. ეს არ არის ცოტა და წესით ამის გადახდა
სოციალურად დაუცველს არ უნდა შეეძლოს", - ამბობს ნინო
ჭიღლაძე.
ნინო ჭიღლაძის თქმით, ოჯახს თუკი ამ წუთში დეკლარაციაში
დაფიქსირებული ინფორმაციისგან განსხვავებული მდგომარეობის აქვს,
შეუძლია სააგენტოს ხელმეორედ მიმართოს და განმეორებითი გადამოწმება
მოითხოვოს.
მაზერების ოჯახისთვის სოციალური დახმარების მოხსნა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვების მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატმა, ლაშა შალამბერიძემ გააპროტესტა.
"უამრავ ასეთ ადამიანს ვნახულობთ, რომელსაც უსამართლოდ მოუხსნეს
სოციალური დახმარება და "ქართულმა ოცნებამ" ისინი შიმშილისათვის
გაწირა. მოვითხოვთ ამ ოჯახს სასწრაფოდ აღუდგეს სოციალური დახმარება და
ქუთაისის მერიამ უზრუნველყოს "მადლიერების სახლიდან" საკვების
ყუველდღიურად მიტანა სახლში, ვინაიდან მათ გადაადგილება უჭირთ და
მხოლოდ მეზობლების იმედზე არიან დარჩენილები", - ამბობს ლაშა
შალამბერიძე.
მადლიერების სახლში განგვიმარტეს, რომ დაწესებულების კრიტერიუმების
მიხედვით, ამ სახლის მომსახურების მისაღებად აუცილებელია ბენეფიციარს
სოციალურად დაუცველის სტატუსი ქონდეს.
მასალის გამოყენების პირობები