თერჯოლაში, სოფელ ძევრის სტრუქტურული რელიეფის ერთ მონაკვეთში ველური ფუტკრები ბინადრობენ. ფუტკარები წლებია აღნიშნულ ადგილს იკავებენ და თაფლს კლდის ნაპრალებში ამზადებენ.
ადგილობრივების ინფორმაციით კლდეში ტონობით თაფლია, თუმცა მისი გამოყენება შეუძლებელია, რადგან ადგილი მიუვალი და ტრანსპორტისთვის მიუდგომელია. რამდენჯერმე იყო მცდელობა თაფლის ამოღების თუმცა ყველა ცდა უშედეგოდ დასრულდა.
ეკა კუხალაშვილი, ანა ჯანაშია
მასალის გამოყენების პირობები