საქართველო მოგზაურობისთვის დაბალფასიან ქვეყნებს შორის მოხვდა
18:34 / 17.05.2015
109009px;">"არცთუ ძვირადღირებული გესთჰაუზები კი 15-30 დოლარი ღირს"
რუსული ვებპორტალი
adme.ru მოგზაურებს იმ ათი საინტერესო ქვეყნის მონახულებას ურჩევს, სადაც რამდენიმე დღის გატარება მათ ძალიან იაფი დაუჯდებათ.
10 ქვეყანას შორის მოხვდა საქართველოც.
adme.ru-მ რეიტინგი სხვადასხვა სამოგზაურო საიტების, გზამკვლევებისა და ბლოგერების გამოხმაურებების მიხედვით შეადგინა.
"საქართველოში ახალგამომცხვარი ხაჭაპური და ლობიანი ყოველი ფეხის ნაბიჯზე იყიდება და 1,5 დოლარად შეგიძლიათ მისი დაგემოვნება. კაფეში სადილი დაახლოებით 5-6 დოლარი დაგიჯდებათ. თუმცა, ამათ შორის ერთ-ერთი ვარიანტი ხინკალია, რომელიც სულ რაღაც 0,25 დოლარი ღირს. ხინკალი თითქმის ყველგან იყიდება და ათი ცალიც რომ ჭამოთ, მთელი დღის განმავლობაში დაგანაყრებთ. თბილისსა და ბათუმში ორკაციანი უბრალო ნომერი დღე-ღამეში 40 დოლარი დაგიჯდებათ, არცთუ ძვირადღირებული გესთჰაუზები კი 15-30 დოლარი ღირს", - წერს
adme.ru.
გამოცემა ტურისტებს საქართველოში თბილისის, მცხეთის, დარიალის ხეობის, ვარძიის, სიღნაღის, კახეთის, სვანეთის, ბათუმისა და შავი ზღვის სანაპიროს ნახვას ურჩევს.
მოგზაურობისთვის ხელსაყრელი ფასების მქონე ქვეყნებს შორის ადმე.რუ ტურისტებს ასევე ურჩევს სერბეთში, ტუნისში, ინდოეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ყაზახეთში, პოლონეთში, ეგვიპტესა და უზბეკეთში მოგზაურობას.
bpn.ge
მასალის გამოყენების პირობები