სტუმრების გამასპინძლებისთვის ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტდან ჯამში 15 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.
ქუთაისის მერიამ ორმაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოწვეული სტუმრების გამასპინძლებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტდან 15 047 ლარი დახარჯა. აქედან, 5 214 ლარი სტუმრების სასტუმროების მომსახურებაზე დაიხარჯა, 5 848 ლარი - საზეიმო ვახშმისთვის, ოფიციალური მიღების დროს გადასაცემი საჩუქრებისთვის - 1370 ლარი, სტუმრების საექსკურისო მომსახურებისთვის - 2 467 ლარი.
ქუთაისის მერიამ გვირილობის დღესასწაულზე ქუთაისთან დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლებს: უნგრეთი- სომბათეი,ისრაელი-ჰაიფა, პოლონეთი -კუჯავსკო-პომორსკიე უმასპინძლა. აგრეთვე, სწურმებს შორის იყო საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელბს უმასპინძლა.
ამის გარდა, მერიას ორმაისობისადმი მიძღვნილი გალა
კონცერტი 16 700 ლარი დაუჯდა.თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები