საზოგადოება
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემა ორი წლის წინ განახლდა
FaceBook
ქუთაისის სახელმწიფო საბავშვო ბაღებში ხანძრის ცეცხლმაქრები ბოლოს ორი წლის წინ განახლდა. ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ააიპ გაერთიანებაში განმატავენ, რომ ცეცხლმაქრების განახლება 2013 წლის სასწავლო წლისთვის განხორციელდა.
"ქუთაისიპოსტის" გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ საბავშვო ბაღებს არ აქვთ საევაკუაციო გეგმა.
"არ გვაქვს საევაკუაციო გეგმა. ეს ბალონების დიდი ხნის წინ განაახლეს. სახანძროდან ყოველთვიურად გვირეკავენ და გვეკითხებიან, მოხდა თუ არა ამ ბალონების გამოყენება", - განმარტავენ ქუთაისის #34 საბავშო ბაღის ფილიალში.
აღნიშნული ააიპ გაერთიანების დირექტორისის მოადგილე, მაკა დოღონაძე ირწმუნება, რომ სამომავლოდ იგეგმება როგორც ტექნიკის გაახლება, ასევე პედაგოგების გადამზადებაც.
"არ გვინდა თავის მართლების რეჯიმში ვიყოთ. ვიცით, რომ საკითხთან მიმართებაში არის ხარვეზები. თუმცა, ვგეგმავთ საევაკუაციო გეგმით და ასევე, განახლებული ტექნიკით ყველა საბავშვო ბაღის აღჭურვას", - ამბობს დოღონაძე.
თუ რატომ ვერ მოხდა ამ დრომდე საბავშო ბაღების სახანძრო უსაფრთხოების ზომების მკაცრად დაცვა, ააიპ გაერთიანებაში განმარტავენ, რომ საევაკუციო გეგმა და ის ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების ზომების დაცვას, თანხებთან არის დაკავშირებული.
"თუმცა, უკვე ამ საკითხებზე ვმუშაობთ და 2015 წლის ახალი სასწავლო წლისთვის ეს საკითხი მოგვარებული იქნება", - ირწმუნებიან ააიპ გაერთიანებაში.
ქუთაისის საბავშო ბაღებში სახანძრო უსაფრთხოების დაცვის მხრივ საგანგაშო მდგომარეობაზე საუბრობენ სახანძრო დაცვის სამსახურში, რომელიც აღნიშნულ უსაფთხოების დაცვას უზრუნველყოფს. აღნიშნულ სამსახურში განმარტავენ, რომ ცეცხლმაქრების განახლება წელიწადში ერთხელ სავალდებულოა. გარდა ამისა, შენობებში აუცილებელია სახანძრო დაფის არსებობა და ხის კონსტრუქციების სპეციალური ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავება.  
ქუთაისში ამ დროისთვის 35 საბავშო ფილილია, სადაც 9200 აღსაზრდელი სწავლობს.
თეკლე მორგოშია

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.