საზოგადოება
გაუთიბავი ბალახი და ქვეწარმავლების საფრთხე ქუთაისში (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში ნიკეასა და თაბუკაშვილის ქუჩებზე ბალახი მოუთიბავია, რის გამოც მოსახლეობა ქვეწარმავლების მომრავლების საშიშროებაზე საუბრობს.
ადგილობრივების თქმით, ტემპერატურის მატებასთან ერთად, ქვეწარმავლებისა და მღრღნელების გაჩენა გამორიცხული არაა. ამ მიზეზის გამო, მშობლები ბავშვებს ეზოში თამაშს უკრძალავენ.





მათი თქმით, განსაკუთრებული საშიშროება წლების განმავლობაში მიტოვებული ადგილიდან არის. მას ადგილობრივები ამჟამად ავტომანქანების სადგომად იყენებენ. ისინი ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე საბჭოთა პერიოდში კოოპერატივი ფუნქციონირებდა, თუმცა, ახლანდელი მესაკუთრის ვინაობა მათ არ იციან.

„გასულ წელს ზუსტად ამ ადგილიდან გამოვიდა დიდი ზომის გველი და ჩვენ თვითონ მოვკალით. ჯერჯერობით არ გვინახავს, მაგრამ აქ იმხელა ბალახია, გამორიცხული არაა წელსაც გაჩნდეს, თუ ვინმე პატრონი არ გამოჩნდა და არ გვიშველა", - ამბობენ ნიკეას ქუჩაზე მცხოვრებლები.






ნიკეასა და თაბუკაშვილის ქუჩების უმეტესი ნაწილი მოუვლელი და მიტოვებულია. ბალახითაა დაფარული ნიკეას ქუჩაზე #4 პოლიკლინიკის, მე-40 და 17-ე საჯარო სკოლების მიმდებარრე ტერიტორია.

თუმცა, ზოგიერთი კორპუსის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიას ბალახისგან მოსახლეობა საკუთარი ხარჯებით ასუფთავებს.

„აბა, სად ველოდოთ მერია როდის მოვა,“ - ამბობს ნიკეას ქუჩის მე-2 შესახვევში მცხოვრები.





ქუთაისში მწვანე საფარის მოვლა-პატრონობისა და ექსპლოატაციისთვის მერიის მიერ 2016 წლის 6 დეკემბერს გამოცხადებულ ტენდერში შპს "ქალაქსერვისმა" (SPA160030113) გაიმარჯვა. დოკუმენტაციის მიხედვით, მას ეს ვალდებულება ერთი წლის განმავლობაში ეკისრება. ტენდერის საწყისი ღირებულება 551 014 ლარი გახლდათ, თუმცა, მერიამ "ქალაქსერვისთან" ხელშეკრულება 540 000 ლარზე გააფორმა.

კომპანიის ხელმძღვანელი, გურამ გიორგაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მას ქალაქში მხოლოდ სკვერებსა და გაზონებში არსებული მწვანე საფარის მოვლა-პატრონობა ევალება, ხოლო საცხოვრებელ კორპუსებს ბალახისგან მოსახლეობის მომართვიანობის შემთხვევაში დაასუფათავებენ.

„ნიკეას ქუჩაზე შუა ზოლი გათიბულია და ყველა ოჯახში ვერ შევალთ. მიმართონ მუნიციპალიტეტს, რომელიც შემდეგ ჩვენს სამსახურს შეატყობინებს, მოვალთ და გავაკეთებთ,“ - ამბობს  შპს "ქალაქსერვისის" ხელმძღვანელმა, გურამ გიორგაძემ ჩვენთან საუბარში.

მისივე თქმით, კომპანია, 7 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად ქალაქში 300 000 კვ.მ ტერიტორიას ასუფთავებს.

ნიკეას ადმინისტრაციულ ერთეულში კი განმარტავენ, რომ მათ ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები ორი დღეა დაწყებულია.

„უკვე გასუფთავებულია სამხედრო ქალაქი და მისი მოპირდაპირე ადგილები. სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. პირველად გასუფთავდება ის კორპუსები, საიდანაც მომართვიანობა იყო. შემდგომში, ეტაპობრივად ყველა ადგილი გაიწმინდება,“ - განმარტეს ნიკეას ადმინისტრაციულ ერთეულში.





რაც შეეხება, ქვეწარმავლებსა და მღრღნელებს, მათ წინააღმდეგ კორპუსების სადარბაზოების სადეზიფექციო ხსნარით დამუშავება მერიის დაქვემდებარებაში მყოფ შპს „სპეციალურ სერვისებს“ ევალებათ.

კომპანიაში გაგვიმარტეს, რომ ქიმიური ხსნარებით დამუშავება ერთი კვირის წინ დაიწყო და ამ დროისთვის სამსახურში 40-მდე შეტყობინებაა შესული.
შპს „სპეციალურ სერვისები“ მოსახლეობას მოუწოდებს ცხელ ხაზზე 26 57 36 დარეკონ, რასაც მათი მხრიდან რეაგირება მოჰყვება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.