ქუთაისში ტროტუარების უმრავლესობა მოუწესრიგებელია.
ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ქუჩაზე
ფეხით მოსიარულეებისთვის განკუთვნილი
ტერიტორია წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების
გამო დაზიანდა, თუმცა, მათი ნაწილის აღდგენა ამ დრომდე არ
მომხდარა.
ტროტუარები ნაწილობრივ მოწესრიგდა ასათიანის ქუჩაზე,
აღმაშენებლის გამზირზე კი წყლის სისტემის რეაბილიტაციის
დროს დაზიანებული ტროტუარები ამორტიზებულია.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს ქალაქის მასშტაბით
დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ტენდერები უკვე
გამოცხადებულია.
რა მდგომარეობაშია ტროტუარები ქუთაისში,
ნახეთ ფოტორეპორტაჟი
მასალის გამოყენების პირობები