საზოგადოება
გაზაფხული საახალწლო მორთულობით - განათებები სასამართლოს განაჩენის მოლოდინში (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში საახალწლო განათებები, რომელთა დემონტაჟი მერიას დაახლოებით 45 დღის წინ უნდა მოეხდინა, ამდრომდე ჩამოუხსნელია. 
მიზეზი ქუთაისის მერიასა და საახალწლო მორთულობაზე პასუხისმგებელ ინდმეწარე კობა ჯღარკავას შორის არსებული დავაა, რომელმაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადაინაცვლა. 


ქუთაისი, 2017 წლის 3 მარტი, საახალწლოდ მორთული ქუჩა




ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ჯღარკავას მიერ შესრულებული სამუშაოების არადამაკმაყოფილებლად განხორციელების გამო, სასამართლოში სარჩელი მიმდინარე წლის იანვარში შეიტანა.

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი, მალხაზ ბასილაძე
ამბობს, რომ ჯღარკავას საახალწლო განათებების არასრულყოფილად შესრულების გამო მერიისგან შენიშვნა მიეცა, რასაც თავად ჯღარკავაც ადასტურებს. თუმცა, აცხადებს, რომ მან კორექტივები მითითებისამებრ გააკეთა, მაგრამ  კუთვნილი თანხა მაინც არ დაურიცხეს.

„ტენდერის პირობებში მოცემული მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. ჩვენ სამუშაოები არ ჩავიბარეთ. მისთვის თანხის გადახდას სასამართლო გაარკვევს“, - ამბობს მალხაზ ბასილაძე. ის განმარტვს, რომ საახალწლო განათებები მანადე იქნება, ვიდრე სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, უნდა გადაუხადოს თუ არა ინდმეწარმეს თვითმმართველობამ შესრულებული სამუშაოების გამო თანხა.

ინდმეწარმე კობა ჯღარკავას ქალაქის ქუჩების საახალწლოდ მორთვა მერიის მიერ გასული წლის 8 ნოემბერს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის (SPA160027960) შედეგად დაეკისრა.

49 250 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვაში ინდმეწარმე კობა ჯღარკავა უკონკურენტო აღმოჩნდა. მან საახალწლოდ ქუჩების მორთვა, ადგილობრივ თვითმმართველობას საწყის თანხაზე 1 473 ლარით ნაკლებად შესთავაზა.

შედეგად, მხარეებს შორის ხელშეკრულება გასული წლის 28 ნოემბერს, 47 777 ლარზე გაფორმდა.

დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვაზე გამარჯვებულს ჩინური წარმოებლის მანათობლები უნდა შეეძენა. ამის გარდა:

„მიმწოდებელი“ ვალდებულია, უზრუნველყოს ქუთაისში ქუჩების საახალწლო მანათოებელი ფიგურებით მოწყობისთვის, საახალწლო დეკორაციების მიწოდება და მონტაჟი „შემსყიდველის“ მიერ მითითებულ ადგილზე საკუთარი ხარჯებით ხელშეკრულების დადებიდან 2016 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით. მიწოდებული საქონელი უნდა იყოს ახალი ( არ უნდა იყოს ექსპლუატაციაში ნამყოფი) ხარისხობრივად უნაკლო და უნდა აკმაყოფილებდეს ფასების ცხრილში მითითებულ ტექნიკურ მახასიათებლებს“, - ნათქვამია მხარეებს შორის დადებულ ხელშეკრულებაში.



მოგვიანებით კი, მიმდინარე წლის 13 იანვარს, ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა და ინდმეწარმეს კორექტირებული ფასების ცხრილი წარედგინა, რომლის მიხედვითაც ტენდერში გამარჯვებულ კობა ჯღარკავას 47 777 ლარის ნაცვალდ, 32 756. 84 უნდა მიეღო.

ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის მიზეზი რეაბილიტირებული უბნის მიმდებარედ შესრულებული განათებების ხარისხი გახდა.
მალხაზ ბასილაძე ამბობს, რომ თეთრი ხიდის მიმდებარედ ჯღარკავამ სხვადასხვა კონსტრუქციები წესის დარღვევით განათავსა.

„როცა განათავსა კონსრუტქციები, იმდენად უხარისხო იყო, რომ არ ანათებდა. შევთავაზეთ, დაეკიდებინა ლოლოები, ისიც დაგვთანხმდა და შეცვალა. მაგრამ არ წარმოუდგენია დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დადასტურდებოდა რომ განათებები ჩინეთში იყო წარმოებული, არც 2 და 3 D განათებები განუთავსებია. ამ დრომდე წერეთლის და თამარ მეფის ქუჩაზე რჩება განათებები, რადგან უნდა შემოწმდეს, ვარგისი იყო თუ არა ეს პროდუქცია",  - ამბობს მალხაზ ბასილაძე.

რაც შეეხება თანხის ცვლილებას, ბასილაძე ამბობს, რომ ლოლოები უფრო იაფი დაჯდებოდა, რამაც გამოიწვია სამუშაოების საერთო ღირებულების შეცვლაც.

„მომთხოვეს თეთრი ხიდის ტერიტორიაზე დამონტაჟებული განათებები შემეცვალა, მეც შევცვალე. მაგრამ სხვა სამუშაოები ხარისხიანად იყო შესრულებული ჩემი პროდუქცია ჩინური წარმოების იყო და ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა. ახლა მათ სურთ კუთვნილი თანხაც არ გადამიხადონ , 33 ათასი ლარამდე აქვთ ჩემთვის მოსაცემი",  - აცხადებს ჩვენთან საუბარში კობა ჯღარკავა.

ამ ეტაპზე უცნობია, როდის გაიმართება ქუთაისის მერიასა და ინდმეწარმე კობა ჯღარკავას შორის არსებულ დავაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.