საზოგადოება
ქუთაისში არჩევნებამდე ორი დღით ადრე გახსნილი კინოთეატრი ისევ გახსნის მოლოდინშია
FaceBook
ქუთაისში ე.წ. კინო "საქართველოს" შენობაში არჩევნებამდე ორი დღით ადრე გახსნილი კინოჩვენებები აღარ მიმდინარეობს. კინოთეატრის ადმინისტრაციაში ვერ აზუსტებენ კონკრეტულად როდიდან დაიწყება უწყვეტ რეჟიმში კინოჩვენებები.

არჩევნებამდე ორი დღით ადრე უფასო კინოჩვენებების გამართვის შესახებ  კი ირწმუნებიან, რომ ამით მხოლოდ ტექნიკის სატესტო რეჟიმში გაშვება მოხდა და ეს ფაქტი 8 ოქტომბრის არჩევნებს არ უკავშირდებოდა.


ამ დროისთვის კი, კინოდარაბზებში  განთავსებული სავარძლები ისევ შეფუთულია.


"ფორსმაჟორში არ მომახდარა კინოდარბაზების გახსნა. უბრალოდ, როცა დასრულდა ტექნიკის აწყობა, მაშინ მოხდა მისი დატესტვაც. რადგან, სპეციალისტები ვინც მუშაობდნენ ამ მიმართულებით, უცხოელები იყვნენდა ვერ ვალოდინებდით", - ირწმუნება კინოთეატრის ადმინისტრაციის უფროსი, რაულ ქორჩილავა.

იგი ვერ აკონკრეტებს თუ როდიდან დაიწყება კინო ჩვენებები უწყვეტ რეჟიმში. ასევე, უცნობია ბილეთის საშუალო ღირებულებაც.

რაულ ქორჩილავა მხოლოდ იმას ამბობს, რომ დღეში რამდენიმე კინოსეანსი იქნება, რომელიც სამ ენაზე (ქართულ-რუსული-ინგლისური) იქნება ნათარგმნი.

მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს კინო "საქართველოში" ორი 67 კაციანი, ორი 130 და ორი 10-10 კაციანი VIP დარბაზი გაიხსნა. აქედან, ერთი 67 კაციანი და ერთი 130 კაციანი დარბაზი 3D ფორმატის არის.



ათ კაციანი VIP  დარბაზი








Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.