მატერიის 99 % - სიცარიელეა. ჩვენი ატომებიდან მთელი სიცარიელე რომ
მოვაცილოთ, კაცობრიობა (7 მილიარდი ადამიანი) შაქრის ერთ კუბზე
მოთავსდება.
აღნიშნულ ფაქტებს ინტერნეტგამოცემა
Adme.ru
სამეცნიერო საიტის iflscience.com მასალებზე დაყრდნობით
აქვეყნებს.
მეცნიერების მტკიცებით, უცხოპლანეტელებს, რომლებიც ჩვენგან 65 მილიონი
სინათლის წელიწადის დაშორებით იმყოფებიან, დედამისწისთვის
სუპერტელესკოპით რომ შეეხედათ, დინოზავრებს დაინახავდნენ.
ერთი წელი ვენერაზე ტოლია 224 დღისა დედამიწაზე, მაგრამ ერთი დღე
ვენერაზე ტოლია 243 დღისა დედამიწაზე. ანუ ერთი დღე ვენერაზე, თითქმის
ერთი წელი გრძელდება.
მზე შეადგენს მზის სისტემის 99.8%-ს. ის იმდენად დიდია, რომ მასზე 1.3
მილიონი დედამიწისხელა პლანეტა დაეტეოდა.
სამყაროში ვარსკვლავი მეტია, ვიდრე ქვიშის მარცვლები დედამიწაზე.
მეცნიერები, ასევე ამტკიცებენ, რომ სამყაროს ჟოლოს, რომის, ბეკონის,
დამწვარი ნუშისა და დენთის სუნი აქვს.
მასალის გამოყენების პირობები