რეგიონი
ხარაგაულში დაბინძურებულმა მდინარე ჩხერიმელამ მოზარდები მოწამლა
FaceBook
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დაბუნძურებულმა მდინარე ჩხერიმელამ მცირეწლოვნები მოწამლა.

სოფელ საღანძილეში მცხოვრები ბექა ყრუაშვილი ირწმუნება, რომ მისი 12 წლის შვილიშვილი მდინარეში ბანაობის შემდეგ მოიწამლა. მოზარდს მკურნალობა ამ დრომდე უტარდება. მას მაღალი ტემპერატურა და სხეულზე გამონაყარი აღენიშნებოდა.

"ჩემი შვილიშვილის მსგავსად, მიმდებარე 7 სოფელში, სადაც ჩხერიმელა მოედინება, მოწამვლის ფაქტები არაერთია," – ამბობს ბექა ყრუაშვილი.

მსგავს შემთხვევებზე საუბრობს ხარაგაულში მცხოვრები ქეთი ზუმბაძეც. მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ადამიანების მოწამვლის ფაქტებმა მასიური სახე მიიღო.

ადგილობრივი მოსახლეობა მდინარის დაბინძურების მიზეზად მდინარე ჩხერიმელას მარცხენა სანაპიროს მიმდებარედ არსებულ ქვიშა-ხრეშის გადამამუშავებელ საწარმო "ნიუ სფეისს" მიიჩნევს.

"ყოველდღე ტრაქტორები დგანან მდინარეში, სადაც ჩაედინება უამრავი მომწავლელი ნივთიერება. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ კომპანიის მიერ სარკინიგზო სამუშაოები მთლიანად ამტვერიანებს მუნიციპალიტეტს. მოვითხოვთ, საწარმოს მუშაობა გადაამოწმოს შესაბამისმა სამსახურმა, ხარაგაულში გარმო უსაფრთხო და უვნებელი გახდეს, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ბუნების გადასარჩენად," – ამბობს ბექა ყრუაშვილი.

ადგილობრივები ხელისუფლებას გადამჭრელი ზომების მიღებისკენ და დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შპს "ნიუ სფეისი" მიმდინარე წლის 22 ივლისს ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე შეამოწმა.

უწყებაში აცხადებენ, რომ კომპანია ხარაგაულის ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებული სამშენებლო პროექტის საფუძველზე ფუნქციონირებს.

თუმცა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, "ნიუ სფეისის" ტერიტორიაზე მოწყობილი არ არის საწარმოო ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა და სალექარიდან ამოღებული შლამის ბაქანი.

"საწარმოში წარმოქმნილი ჩამდინარე წყლის 3 თანაბარი ნიმუშის ლაბორატორიული დამუშავების შედეგად მიღებული დასკვნით, კომპანიას დარღვეული აქვს გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ნორმები და მდინარე ჩხერიმელას დაბინძურებას ახდენს შეწონილი ნივთიერებებით," – აღნიშნავენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

როგორც უწყებაში აცხადებენ, შპს "ნიუს სფეისის"-გან წარმომადგენლის გამოყოფას ელოდებიან, რათა შესაბამისი ადმინისტრაციული ღონისძიების გატარებასთან ერთად, ზედაპირული წყლის ობიექტის დაბინძურებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშება მოხდეს.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.