საზოგადოება
ძმობაზე და მეგობრობაზე დამყარებული ურთიერთობა
FaceBook
ქუთაისში ებრაელების თანაცხოვრება რამდენიმე ასეულ წელს ითვლის, თუმცა მათი რიცხვის ზრდა განსაკუთრებით მე-18 საუკუნიდან ფიქსირდება, როდესაც სქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან იწყება ებრაელების შემოსვლა.

,,ილო ფოტოგრაფი'', ბორის გაპონოვი, მოშე დავარაშვილი, ეს მცირე ჩამონათვალია იმ სახელგანთქმული ებრაელებისა, რომლებსაც ქუთაისში და არამარტო ქუთაისში ყველა იცნობს.

76 წლის მაისე ბალუაშვილი ერთ-ერთია იმ ებრაელთა შორის, რომლებიც ქუთაისში დაიბადნენ და გაიზარდნენ, როგორც თვითონ ამბობს, ებრაელებისა და ქრისტიანების ურთიერთობა ოდითგანვე გამოირჩეოდა.

,,ჩვენი ურთიერთობა დამყარებული არის ძმობაზე და მეგობრობაზე, უკვე 76 წლის ვარ და ვერ ვიხსენებ რაიმე სახის შუღლს ან მტრობას, ხმამაღალი სიტყვაც არ ყოფილა ჩვენ შორის'' - ამბობს მაისე ბალუაშვილი.

ებრაელებზე, ცუდი კვალი დატოვა საბჭოთა კავშირმა - 1923 წელს ანტირელიგიური პროპაგანდის ლოზუნგით სალოცავები დახურეს, რაბებს დევნა დაუწყეს, ზოგიერთი მათგანი გარკვეული დროით დაპატიმრებულიც კი ჰყავდათ.

,.მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირში მიმდინარეობდა რელიგიური კონფესიების მასობრივი დევნა, არც ებრაელებს დაგვაკლეს ხელი, უნდოდათ დაეკეტათ ქუთაისშიც და ონშიც სალოცავები, თუმცა ხალხი გამოვიდა, წინ აღუდგა და ჩაიკეტა სალოცავში. როგორც ებრაელები, ასევე ქრისტინები, ძმურად დადგნენ და უფლება არ მისცეს დაენგრიათ სალოცავი, ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია იმისა, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ქრისტიანებსა და ებრაელებს,'' - იხსენებს მაისე ბალუაშვილი, რომელიც თავის სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრა:

"ვგეგმავ, სალოცავის მახლობად გავხსნათ ქართულ-ებრაული კულტურის ცენტრი, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართველებისა და ებრაელების მეგობრობის შესახებ სხვადასხვა მასალები, ასევე იქნება ქართულ-ებრაული სასტუმრო, რესტორანი ებრაული კერძებით. გვინდა, რომ ისრაელიდან ჩამოვიდნენ იქაური ახალგაზრდები და გავაცნოთ საქართველოს კულტურა.''

ებრაელი ხალხის სიმცირის გამო, მიტოვებულია ებრაელ ხალხთა სასაფლაო, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ ძველ უბანში, საფიჩხიაზე, მდებარეობს.
დღესდღეობით ქუთაისში 60-მდე ებრაული ოჯახი ცხოვრობს და თავიანთი წინაპრების საფლავებს ისინი უვლიან, თუმცა არის ისეთი საფლავებიც, რომლებიც სრულიად უპატრონოდაა დარჩენილი.



საფიჩხიის სასაფლაოს ადმინისტრაციის განმარტებით მათ არ ევალებათ კონკრეტული საფლავების დასუფთავება, ამიტომ დღეს ებრაელი ხალხის საფლავები ბალახებითა და ეკალ-ბარდებით არის დაფარული.

არსებული პრობლემების მიუხედავად, ქუთაისში ღრმად აქვთ გათავისებული ებრაელი მეგობრების კულტურა და წეს-ჩვეულებები, ტრადიციები და ადათები.

გიორგი გაბრიაძე - ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრი


ჟურნალისტური ნაშრომი მომზადდა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში დაფინანსებული მცირე საგრანტო პროექტის „კულტურის ხმა“ ფარგლებში.

ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PITA) ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC).

ნაშრომში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.