საზოგადოება
იტალიაში გარდაცვლილი ქალის ოჯახი დახმარებას ითხოვს - რას ყვება გარდაცვლილის ძმა
FaceBook
26 მარტს იტალიაში, ქალაქ პუტინიანოში საქართველოს მოქალაქე თამარ ტრაპაიძე გარდაცვლილი იპოვეს. როგორც გვარკვიეთ, 31 წლის ქალი ვანის რაიონის სოფელ სალხინოდან იყო და იტალიაში სამუშაოდ ცოტა ხნის წინ წავიდა.

თამუნას დედა და ძმა სოფელ სალხინოში ცხოვრობენ და ტრაგედიისგან განადგურებულები დახმარებას სახელმწიფოს სთხოვენ.

შალვა ტრაპაიძე (თამარ ტრაპაიძის ძმა):
- თამუნა ჩვენს დასახმარებლად წავიდა იტალიაში, უნდოდა წასვლა, ასე ესახებოდა მომავლის მოწყობა, ვიმუშავებ, ფულსაც დავაგროვებ და ჩამოვალო.
- სამუშაო საკმაოდ მძიმე ექნებოდა...
- უცხოეთში სამუშაოდ გადახვეწილებს არავის ულხინს, არც თამუნას ულხინდა, მაგრამ არასოდეს იმჩნევდა, რომ უჭირდა. თითქმის ყოველ საღამოს ველაპარაკებოოდი სკაიპით და სულ მხიარულ ხასიათზე იყო. მარტო 26-ში არ დამელაპარაკა. შემეშინდა და მთელი ღამე ველოდე, მაგრამ არ დამელაპარაკა… თურმე…
- როგორც ცნობილი გახდა, ბოლო 4 დღის განმავლობაში ცუდად იყო, - სახლის მესაკუთრეებმა, სადაც მუშაობდა, ოთახები შეღებეს, თამუნამ კი ცუდი ამინდის გამო ფანჯრები ვერ გააღო და მოიწამლა
- დიახ, მოიწამლა, მაგრამ ამის შესახებ ჩემთვის არ უთქვამს. დეიდა გვყავს საბერძნეთში და თურმე იმას ურეკევდა,- პასპორტი არ მაქვს და ექიმთანაც ვერ მივდივარო.  რას წარმოიდგენდა, რომ ნესტის ჭიების საწამლავისაგან სასიკვდილოდ მოიწამლებოდა...
- ანუ საღებავისაგან არ მოწამლულა?
- როგორც მითხრეს, სახლში თურმე ნესტის ჭიები მოწამლეს და იმის შხამისგან მოიწამლა.
- სახლში არავინ იყო?
- მარტო ის მოხუცი, რომელსაც თამუნა უვლიდა. დანარჩენები აგარაკზე იყვნენ წასული. ალბათ იმ ოთახში, სადაც მოხუცი იყო, საწამლავი არ მოასხეს. ბოლოს ამ მოხუცმა დაურეკა ექიმს, - რა გავაკეთოთო?- იმას უთქვამს, რძე დალიოსო. მოხუცმა, რომელსაც უვლიდა, დილას ჩემი და უგონოდ იპოვა და პოლიციას დაურეკა/

ტრაპაიძეების ოჯახმა უკვე მიმართა განცხადებით საგარეო სამინისტროს, რათა ოჯახის წევრის გადმოსვენებაში დაეხმარონ. გარდაცვლილის სამშობლოში გადმოსვენება უზარმაზარ ხარჯებს მოითხოვს, რისი სახსარიც ტრაპაიძეების ოჯახს არ აქვს.

kvirispalitra.ge

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.