ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტი "საზოგადოების განწყობა საქართველოში"
კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
NDI -ის მიერ გამოკითხული 4 113 ინტერვიუერიდან 51% ამბობს, რომ 2012
წლის ოქტომბრის შემდეგ მათი და მათი ოჯახის მდგომარეობა იგივე
დარჩა.
"ყველაფერის გათვალისწინებით, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, თქვენი და
თქვენი ოჯახის მდგომარეობა შედარებით ხართ ..." - ორგანიზაციის მიერ
ამგვარად ფორმულირებულ შეკითხვაზე გამოკითხულთა 32% პასუხობს, რომ
უარესად, 1% კი ირწმუნება, რომ არ იცის, დანარენი კი თვლის, რომ
უკეთესად არის შეცვლილი.
კვლევის მიხედვით, 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით, გაუმჯობესდა
ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება (55%), სიტყვის თავისუფლება
(42%), განათლება (25%), ხოლო გაუარესდა ფასების ზრდის კუთხით
არსებული ვითარება (86%), სიღარიბე (62%), კრიმინალი (57%).
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტისტუტმა კვლევის საველე სამუშაოები
მიმდინარე წლის 8 ივნისიდან 6 ივლისამდე პერიდოში ჩაატარა. კვლევის
საშუალო ცდომილება არის +/_2,1/ .
წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით განხორცილედა. ამასთან
დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ქალაქის და სოფლის
ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ
რეგიონებშიც მოხდა.
კვლევის მიზანია ქვეყანაში ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის
ჩამოყალიბება, რომელიც უკეთ იქნება მორგებული მოსახლეობის
საჭიროებებზე.
კვლევის შედეგები ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ.
კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და
თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ.
მასალის გამოყენების პირობები