ქუთაისში დასასვენებელ სკვერში სასმელ წყალს ითხოვენ (ვიდეო)
12:44 / 26.06.2016
ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერის დამსვენებლები, ე.წ.
სოკო-შადრევანის დადგმას ითხოვენ
მათი თქმით, ბაღის სტუმრებს სასმელი წყლის ყიდვა მაღაზიაში არ უნდა
უწევდეთ, მით უფრო, რომ სკვერში ხშირად მშობლები პატარებთან
ერთად მიდიან.
ზაფხულის ცხელი დღეების მიუხედავად, ქუთაისის ცენტრალურ უბანში,
ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში არსებული შადრევანი ამ დრომდე არ
ჩაურთავთ.
ბესიკ გაბაშვილის გართობისა და დასვენების პარკის ადმინისტრაციაში,
რომელსაც ე.წ "სიყვარულის ბაღიც" ეკუთვნის, განმარტავენ, რომ
შადრევანს წყლით მუდმივი უზრუნველყოფა და შესაბამისი მრიცხველი არ
სჭირდება.
თუმცა, პარკის ტექნიკური დირექტორი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში,
ადმინისტრაცია ელექტროენერგიის ხარჯებს უფრთხილდება.
ბესიკ გაბაშვილის პარკი და ვერიკო ანჯაფარიძის სკვერი, მოიჯარე ბადრი
კაკაბაძეს ადგილობრივი თვითმმართველობისგან 49 წლიანი იჯარით,
მოვლა-პატრონობის ვალდებულებით აქვს აღებული.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები