საზოგადოება
ნარჩენების ღია წესით დაწვისთვის სანქციები ამოქმედდა
FaceBook
გამოვლენილი შემთხვევებიდან 50%-ზე გაფრთხილება, ხოლო ამდენივეზე დაჯარიმების ოქმი დაიწერა.

იმერეთის რეგიონში მიმდინარე წელს ნარჩენების ღია წესით დაწვის 18 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს კი გასული წლის მონცემებზე 15-ით ნაკლებია.

საუბარია ფოთლების, ბაღის/პარკის და საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაწვაზე.

"ნარჩენების მართვის კოდექსის" მიხედვით, მათი არადანიშნულების ადგილებში ღის წესით დაწვა 200 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. სამაგიეროდ, 500 ლარის ოდენობის ჯარიმა არის განსაზღვრული რეზინის, საბურავის და სხვა ელასტომერული მასალის დაწვაზე.

თუმცა, გარემოს დაცვის სამინიტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ პირველ ეტაპზე მოქალაქეთა დაჯარიმებას ერიდებიან და მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლებიან. უწყებაში ამბობენ, რომ თუკი ნარჩენების ღია წესით დაწვის ფაქტი ერთი და იმავე პირის მიერ მოხდა, ასეთ შემთხვევაში მას განსაზღვრული სანქცია დეკისრება.

"ვადგენთ ადმინისტრაციულ ოქმს. ეს ჩვეულებრივად სასამართლოს გადაეცემა, ის განიხილვას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას დააკისროს თუ არა ადმინისტრაციული სახდელი," - განმარტავს გარემოს ზედამხედველობითი დეპარტამენტის დასავლეთ ცენტრალურ სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების უფროსი, თინათინ ჩაკვეტაძე.

ის ამბობს, რომ გამოვლენილი 18 შემთხვევიდან 50%-ზე გაფრთხილება, ხოლო ამდენივეზე დაჯარიმების ოქმი დაიწერა.

სამმართველოში განმარტავენ, რომ საბურავებისა და რეზინის გაუვნებელყოფა უნდა მოხდეს დახურული წესით, რომელიც მუნიციპალური დასუფთავების სამსახურმა უნდა უზრუნველყოს.

თინათინ ჩაკვეტაძე ამბობს, რომ ასეთი ნარჩენს სპეციალური გადამუშავება ჭირდება, რის შესახებაც შეტყობინება თავად მოქალაქის მხრიდან უნდა მოხდეს.

ქალაქში დასუფთავებაზე პასუხიმგებელ შპს "სპეციალურ სერვისებში" განმარტავენ, რომ მათთვის, რეზინის ან საბურავის გატანის მოთხოვნით, არასოდეს მოუმართვთ.

"მაგრამ ყოფილა შემთხვევა, როდესაც სამშენებლო ნარჩენი გაგვიტანია. თუმცა, ეს არის ფასიანი მომსახურება, რადგან ჩვენ მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანით ვემსახურებით", - განმარტავენ "სპეციალურ სერვისებში".

ცნება სახიფათო და არასახიფათო ნარჩენი, მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2014 წელს "ნარჩენების მართვის კოდექსი" დამტკიცდა.

მისი გარკვეული ნაწილი 2015 წელს ამოქმედდა. მათ შორისაა არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა.

ამ დრომდე ნარჩენების საკითხი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით განისაზვრებოდა. უშუალოდ "ნარჩენების მართვის კოდექსი" მას შემდეგ მიიღეს, რაც საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით, სხვა დანარჩენ ვალდებულებებთან ერთად, გარემოზე განსაკუთრებული ზრუნვა დაევალა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.