საზოგადოება
მღვიმე, რომელიც ართრიტს, ფსორიაზსა და სხვა დაავადებებს კურნავს
FaceBook
მოგვიანებით ყველა პაციენტი ყვითელ მატარებელში ჯდება, რომელიც მთაში 2 კილომეტრის სიღრმეში შედის.

ავსტრიაში მდებარე მღვიმე Healing Caves of Gastein-ს ყოველ წელს 75 000-ზე მეტი ადამიანი სტუმრობს. ეს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ტურისტული ცენტრია, რომელსაც სხვადასხვა დაავადებისგან განსაკურნად სტუმრობენ.

მღვიმეში რამდენიმე ჯგუფი ერთად შედის, ისინი ტრუსებს იცვამენ და სპეციალურად მათთვის განკუთვნილ საწოლებზე წვებიან. სხვადასხვა სამედიცინო პრობლემებს, მათ შორის ართრიტს, ფსორიაზს, ძვალკუნთოვან ტკივილს, ასევე რესპირატორულ და კანის სხვადასხვა დაავადებების პრობლემებს რადიოაქტიური რადონის აირი კურნავს. რადონს მედიცინაში რადონის აბაზანების მოსამზადებლად ხშირად იყენებენ.

მღვიმეში შესვლამდე პაციენტები გამოსაცვლელ ოთახში შედიან, სადაც მობილურ ტელეფონებსა და სხვადასხვა ტექნიკას ტოვებენ. ყველა ადამიანს ინდივიდუალური კუთხე აქვს და ნივთების შესანახი უჯრის გასაღები თან მიაქვთ. შემდეგ ჯგუფის ხელმძღვანელი მათ ინსტრუქციას აცნობს და ფოტოსურათების საშუალებით შიდა ტერიტორიას აჩვენებს. მოგვიანებით ყველა პაციენტი ყვითელ მატარებელში ჯდება, რომელიც მთაში 2 კილომეტრის სიღრმეში შედის. დანიშნულების ადგილზე 40 გრადუსი სიცხეა. შემდეგ ჯგუფის ყველა წევრი ხის ლოგინებზე წვება. აკრძალულია საუბარი. ტერიტორიაზე სამარისებური სიჩუმეა და მხოლოდ კლდის გვირაბებში მოსიარულე დარაჯების ფეხის ხმა ისმით.

როგორც ტურისტები ამბობენ, მღვიმეში საოცარი შეგრძნება ეუფლებათ - სიმშვიდე და სხეულის მოდუნება

დადებითად მოქმედებს როგორც ფიზიკურ აქტივობაზე, ასევე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. თუმცა, ყველა ადამიანი ვერ უძლებს ჩაკეტილ სივრცეში მაღალ ტემპერატურაზე ყოფნას. მათ, ვინც სიცხეს ვეღარ უძლებს, გრილ ადგილას გადაჰყავთ, სადაც ჰაერის ნორმალური ტემპერატურაა და სუფთა ჰაერსაც ჩაყლაპავთ, მაგრამ თუკი ისე შეუძლოდ გახდებით, რომ მღვიმის ვერც ამ მონაკვეთში ჩერდებით, სპეციალური სასწრაფო დახმარების მატარებლით რამდენიმე წუთში დატოვებთ მღვიმეს; ტერიტორიაზე ექიმების რამდენიმე ჯგუფია, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნავენ.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

www.ambebi.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.