ქალები რეალურად არ არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები.
"ხმა მიეცი თანასწორობას" პროექტის ფარგლებში ქუთაისის გენდერის მედია
ცენტრის ორგანიზებითა და ინიციატივით შეხვედრა გაიმართა.
გენდერული ბალანსი, კვოტირების საკითხი - ამ და სხვა თემების გარშემო
პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ქუთაისის ოფისის ქალთა ორგანიზაციის
თავმჯდომარემ ნონა გოგრიჭიანმა და პარტიის წევრებმა ისაუბრეს.
შეხვედრას ქუთაისის გენდერის მედიაცენტრის დირექტორი ქეთი
ბერძენიშვილი უძღვებოდა.
პარტიას ყავს ქალი წარმომადგენლები და გააჩნია საკუთარი ხედვები
გენდერისა და კვოტირების საკითხებზე - აღინიშნა შეხვედრაზე.
თუმცა იქვე განმარტეს, რომ პარტიებში ქალი წარმომადგენლების
არსებობა არ ნიშნავს საკითხის მოგვარებას, იმიტომ რომ ქალები რეალურად
არ არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები და ნომინალურ ფიგურებს
წარმოადგენენ.
"შემიძლია გავიხსენო რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ქალი
წარმომადგენლები, რომელთაც კითხვაზე: რა ინიციატივა წარმოაყენეთ და რა
გადაწყვეტილება მოყვა ამას? პასუხი არ გააჩნდათ. ქალები ფორმალურად
არიან პარტიულ თანამდებობეზე, გადაწყვეტილებას ცენტრალიზებულად
იღებენ. მიუხედავად ამისა, ადგილობრივებს შეუძლიათ შესთავაზონ იდეები,
მათგან წამოვიდეს ინიციატივები. მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვუყურებთ", -
აღნიშნა ქეთი ბერძენიშვილმა.
დისკუსიაზე ყურადღება გაამახვილეს გენდერისა და კვოტირების
საკითხის მიმართულებით მეტი ძალისხმევისა და მასშტაბური ღონისძიებების
არსებობის აუცილებლობაზე. განმარტაეს, რომ მნიშვნელოვანია გაჩნდეს
მეტი ინიციატივა პირველ რიგში თავად ქალი პოლიტიკოსების მხრიდან.
შეხვედრა გაიმართა პროექტის "ხმა მიეცი თანასწორობას" ფარგლებში,
რომელსაც ახორციელებს ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის"
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემების
საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით (IFES ).
მასალის გამოყენების პირობები