საზოგადოება
“ნაცნობი-უცნობი ქუთაისი” – რა ისტორია უკავშირდება ქუთაისში ჰორელიეფს
FaceBook

რა ვიცით ქუთაისში იმ ადგილებზე და სხვადასხვა არქიტექტურულ ნაგებობებზე, რომელთაც შესაძლოა ყოველდღე ვხედავთ?


რა ისტორია უკავშირდება თითოეულ მათგანს, რომელსაც გარკვეული საზოგადოებრივი სახელი თავად მოქალაქეებმა და დრომ დაუმკვიდრა.

 

ნაცნობი-უცნობი ქალაქი ნახეთ "ქუთაისიპოსტ"-ის რუბრიკაში "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი".

 

რუბრიკის არსი მდგომარეობს კონკრეტულ ადგილზე მოქალაქეთა ვიდეოგამოკითხვაში – რა იციან გამოკითხვის ობიექტის შესახებ? – ხოლო გამოკითხვის შემდეგ, "ქუთაისიპოსტ"-ზე განთავსდება ინფორმაცია გამოკითხვის ობიექტის ისტორიის შესახებ.
ერთად გავიგოთ ქალაქში არსებული ადგილებისა თუ არქიტექტურული ნაგებობების ისტორია.
თვეში ორჯერ (შაბათს) – kutaisipost.ge-ზე ადევნეთ თვალი ახალ რუბრიკას – "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი"
რუბრიკის მორიგი შეკითხვა გახლავთ: რა ისტორია უკავშირდება ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე არსებულ ჰორელიეფს?
"ქუთაისიპოსტის" მიერ მოკველული ინფორმაციით, ჰორელიეფზე მუშაობა ავტორმა ბერნარდ ნებიერიძემ 1982 წელს დაიწყო, სამუშაო 10 წელი გაგრძელდა. მისი დასრულება და სამუშაოს დიდი ნაწილის შესრულება, ბერნარდ ნებიერიძის გარდაცვალების გამო, თანაავტორ ვაჟა ქუთათელაძეს მოუწია.
"ჰორელიეფი ერთგვარი ისტორიაა აიეტიდან დაწყებული მეოცე საუკუნის მნიშვნელოვანი სახეებით დასრულებული", - აღნიშნავს ვაჟა ქუთათელაძე. ჰორელიეფი კერამიკაშია გაკეთებული და იმ პერიოდის ყოფილი საბჭოეთის მასშტაბით უნიკალურ ნაკეთობად მიიჩნევა.
აღნიშნული ჰორელიეფი ქუთაისის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას 22 წელია ამშვენებს. კედელი, რომლის ისტორია ადგილობრივებმა არ იციან,  ჰორელიები ცნობილია სახელწოდებით - "ჩემი ქვეყანა".  
თეკლე მორგოშია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.