ნეგატიური სტერეოტიპი უნდა დაიმსხვრეს - ვაინახური ფესტივალი ქუთაისში (ვიდეო)
23:29 / 04.06.2016
ქუთაისის ოპერის თეატრში ვაინახური კულტურის ფესტივალის ფარგლებში
ანსამბლ "პანკისის" კონცერტი გაიმართა.
ანსამბლმა საქართველოს რამდენიმე ქალაქში წარმოადგინა თავისი პროგრამა
- ქართული, ჩეჩნური,თუშური, ქისტური სიმღერები და
ცეკვები.
ვაინახური მდიდარი კულტურის რამდენიმე ნიმუში აჟღერდა ქუთაისის ოპერის
სცენიდან.
ქუთაისელ მსმენელს საშუალება მიეცა მოესმინა და ეხილა ის კულტურული
მრავალფეროვნება, რაც ამ ხეობაში მცხოვრებ ეთნიკურ ქისტებში
არსებობს.
"პანკისის მიმართ ბოლო პერიოდში ნეგატიური დამოკიდებულება გაჩნდა.
პანკისის ხსენებაზე ასიოციაცია "ისლამისტურ სახელმწიფოსთან" უჩნდებათ.
ჩვენ ამ ფესტივალით გვინდა დავანგრიოთ ეს ნეგატიური სტერეოტიპი და
გაგაცნოთ პანკისში მცხოვრები ეთნიკური ქისტები სხვა კუთხით, იმიტომ
რომ ამ ხალხს ახასიათებს ძალიან ბევრი პოზიტიური,დადებითი და
აღმაფრთოვანებელი.მათ შორის ვაინახური კულტურა. ისინი ამ დიდი
კულტურის ნაწილი არიან", - აღნიშნა ფესტივალის ერთ- ერთმა
ორგანიზატორმა, ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა.
ჟურნალისტის ინფორმაციით ბოლო პერიოდში ვაინახური კულტურის შენახვა
გავრცელებას საფრთხე შეექმნა. ხეობაში მომძლავრდა ე.წ. ფუნდამეტური
ისლამის მიმდინარეობა "ვაჰაბიზმი", რომელიც კრძალავს ცეკვას, სიმღერას
და სხვა კულტურულ აქტივობას. ბევრი ახალგაზრდა ამ რელიგიური კონფესიის
მიმდევარი გახდა. "ამიტომ ვისაც უნდა წარმოეჩინა ეს კულტურა, ანუ
ახალგაზრდებს, ისინი ამას არ აკეთებენ რელიგიური მოსაზრების გამო. სულ
თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები დარჩნენ, რომლებიც ამ კულტურას
ინახავენ და აჩვენებენ. ამიტომ ეს ფესტივალი დიდი სტიმულია მათთვის",
- აღნიშნა გელა მთივლიშვილმა.
ვაინახური კულტურის ფესტივალი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის
მხარდაჭერით ტარდება.
ვაინახური კულტურა აერთაინებს ჩეჩნურ და ინგუშურ კულტურას. იგი
ერთ- ერთი უძველესია მსოფლიოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები