გაუქმებული და დამატებული შტატები - რა ხდება ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში
10:33 / 03.06.2016
ააიპ ქუთაისის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში, ჩატარებული
რეორგანიზაციის შედეგად, ორი საშტატო ერთეულის დამატება მოხდა,
"akhali-ambebi/article/3527-quthaisshi-sabavshvo-baghebis-gaerthianebis-sami-thanamshromeli-gaathavisufles"
target="_blank">ხოლო სამი გაუქმდა.
ასევე, შეიცვალა ააიპ გაერთიანების წესდება, რომელიც 2011 წელს იქნა
მიღებული. შედეგად, ამოღებული იქნა პუნქტი, რომელიც გაერთიანების
დირექტორის ორი მოადგილის არსებობას მიუთითებდა.
" შესაბამისად, მოხდა შტატების გაუქმება. მართალია, წესდებაში არ
ფიგურირებდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის კოორდინატორის
შტატი. თუმცა, ამდროისთვის ისიც აღარ არსებობს. ეს დირექტორის
გადაწყვეტილება იყო. რადგან, გაერთიანება გადადის მართვის ახალ
მოდელზე", - ამბობს ააიპ ქუთაისის საბავშვო ბაღების გაერთიანების
იურისტი, რამაზ იობიძე.
ააიპ ქუთაისის საბავშო ბაღების გაერთიანება ადგილობრივი
თვითმმართველობის დაქვემდებარებაშია. შესაბამისად, მხოლოდ ქალაქის
მერს აქვს ორგანიზაციის წესდებაში ცვლილების შეტანის უფლება.
იურისტი რამაზ იობიძე ამბობს, რომ გაერთიანების დირექტორმა ნანა
ლორთქიფანიძემ სწორედ მერს მიმართა ცვლილების მოთხოვნით.
"ვბრძანებ, არასამეწარმეო იურიდიული პირის "ქალაქ ქუთაისის
ბაგა-ბაღების გაერთიანების" წესდების ახალი რედაქციის დამტკიცების
შესახებ. ბრძანებაში შეტანილ იქნას ახალი ცვლილება. გარდა
დირექტორისა, გაერთიანების სტრუქტურა მოიცავს გაერთიანების
ადმინისტრაციას, მეთოდისტს, კვების უვნებლობის, სანიტარულ ჰიგიენური
ნორმების დაცვისა და სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობის
კოორდინატორს, ბუღალტერიას, შესყიდვებისა და სამეურნეო საკითხთა
კოორდინატორისა და შესაბამისი დარგის სპეციალისტებს", - ნათქვამია
ბრძანებაში, რომელიც მიმდინარე წლის 13 მაისით თარიღდება და მას ხელს
აწერს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ მიაქიაშვილი.
ბრძანების გამოცემიდან ერთ კვირაში გაერთიანების სამმა (ამ დროისთვის
უკვე ყოფილმა) თანამშრომელმა მიიღო შეტყობინება სამსახურიდან
გათავისუფლების შესახებ.
ააიპ გაერთიანებაში რეორგანიზაციამდე, თანამშრომელთა ატესტაცია მოხდა.
მაშინ, ტესტირების შედეგად, დირექტორის მოადგილეებმა და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის კოორდინატორმა მაღალი
შეფასებები მიიღეს.
"ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით, რომ ტესტირებიდან შვიდი თვის შემდეგ
ყოველგვარი გაფრთხილების და ახსნა-განმარტების გარეშე
გაგვათავისუფლებდნენ", - ამბობს რეორგანიზაციის შედეგად
გათავისუფლებული თანამშრომელი ქეთი დეისაძე.
საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელის გიორგი სანტურიანის
განმარტებით, ტესტირების მაღალი შეფასება იმუნიტეტი არ არის. თუმცა,
აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციას და შტატის გაუქებას რეალური მიზეზები
უნდა ქონდეს.
"სასამართლო პრაქტიკამ აჩვენა, რომ დამსაქმებელმა ყველაზე მკაცრი
ღონისძიება აღარ უნდა გამოიყენოს. მანამდე შეიძლება მოხდეს
გაფრთხილება", - განმარტავს გიორგი სანტურიანი.
გაერთიანების ყოფილი თანამშრომლები კი ირწმუნებიან, რომ არანაირ
შენიშვნას ადგილი არ ქონი. რის გამოც, სასამართლოსთვის მიმართვას
გეგმავენ.
მომავალაში დაენიშნება თუ არა გაერთიანების დირექტორს მოადგილე(ები)
ან როდის ჩატარდება ახლადდამატებულ შტატებზე კადრების ასაყვანდ
კონკურსი, უცნობია. რადგან, ააიპ ქუთაისის საბავშო ბაღების
გაერთიანების დირექტორმა "ქუთაისიპოსტთან" საუბარი არ ისურვა და
დაწესებულების იურისტთან გადაგვამისამართა.
"ეგ საკითხი არ მეხება. ჩემი კომპეტენციაა მიღებული გადაწყვეტილებების
კანონის ჩარჩოში მოქცევა", - აღნიშნა გაერთიანების იურისტმა რამაზ
იობიძემ.
ამ დროისთვის ააიპ ორგანიზაციაში შტატით გათვალისწინებული 20 ადამიანი
მუშაობს. ვაკანტურია ახლადდამატებული შტატები (გაერთიანების სასწავლო
პროცესის, მეთოდური დარგის კოორდინატორი და ადამიანური რესურსების
მართვის სპეციალიტი).
დაწესებულებაში სტრუქტურული რეორგანიზაცია 15 აპრილს დაიწყო 17 მაისში
დასრულდა.
ამავე
თემაზე:
ქუთაისის
ბაგა-ბაღის ყოფილმა ხელმძღვანელმა მერიას სასამართლო პროცესი
მოუგო
უკანონოდ
გაგვათავისუფლეს - ქუთაისში საბავშვო ბაღების გაერთიანების ყოფილი
თანამშრომლები
ქუთაისში
საბავშვო ბაღების გაერთიანების სამი თანამშრომელი
გაათავისუფლეს
ქუთაისის
ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი - თანამშრომლებს გათავისუფლება არ
ემუქრება
მასალის გამოყენების პირობები