რა
ფორმით გვხვდება ღმერთი "ვეფხისტყაოსანში" და
რამდენჯერ
"ვეფხისტყაოსანში" ღმერთი 227-ჯერ არის ნახსენები.
ვკითხულობ, ამ "ნაპრემიალ" მოთხრობებს და რომანებს, ახალი თაობა რომ
ეწაფება საქართველოში, და შენ არ მომიკვდე, ღმერთის ჭაჭანება არაა
არსად.
გეგონება, ყველამ ერთად შეკრა პირი.
ცოდვას ვერ ვიტყვი, - ერთი, თანამედროვეობის დიდი "მწერალი" თავის
ბოლო ზარში ღმერთს მართლაც მოიხსენიებს, მაგრამ ისეთი ფორმით, რომ
მკითხველი დაიბნევი, ვერ გაგირკვევია, ეს ღმერთია, თუ ნადრიკუჩას
რიგითი ძმაკაცი, რომელზეც გაპრანჭულად შეგიძლია თქვა:
- აუ, იესო რა საყვარელია!
მეთორმეტე საუკუნეში, იმ დალოცვილმა შოთა რუსთველმა, დაწერა პოემა და
არ ეთაკილა, რომ "ღმერთი" - არც მეტი, არც ნაკლები - 227-ჯერ
ეხსენებინა,
ხოლო "უფალი" - 4-ჯერ.
ეს, სიტყვაა ამდენჯერ ნახსენები, თორე უსიტყვოდაც მოხსენიებული ღმერთი
იცი რამდენჯერაა?
აი, თუნდაც შესავალში, "რომელმან შექმნა სამყაროო"...
მალე, უფლის აღდგომა მოდის, - მამლის სამ ყივილამდე უარყოფილია უკვე,
ეკლის გვირგვინიც დაწნულია, მძიმე ნაბიჯებით გოლგოთის გზას უნდა
შეუდგეს... და თუ ამ მძიმე ჯვრის ტარებაში არ შევენაცვლებით, ვახსენოთ
მაინც, თუნდაც იმის წაკითხვით, თუ რა ფორმით გვხვდება ღმერთი
"ვეფხისტყაოსანში" და რამდენჯერ.
ღმერთად - 1
ღმრთებს - 1
ღმრთეებრისად - 1
ღმრთითა - 1
ღმერთი - 31
ღმერთია - 1
ღმერთიმცა - 3
ღმრთიანი - 1
ღმრთივ - 1
ღმრთითა - 2
ღმრთისა - 19
ღმრთისაგან - 14
ღმრთისად - 1
ღმრთისავე - 1
ღმრთისანი - 1
ღმრთისასა - 1
ღმერთმან - 64
ღმერთმანა - 1
ღმერთო - 25
ღმერთს - 1
ღმერთსა - 49
ღმერთსამცა - 2
უღრმთოდ - 2
საღმრთო - 2
საღმრთოდ - 1
უფალო - 2
უფალსა - 2
მასალის გამოყენების პირობები