ახალი ამბები
ქუთაისის მერია არასამთავრობო სექტორის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს
FaceBook
"ზოგიერთი ორგანიზაცია, ვინც ოპონირებას გვიწევს "ნაციონალური მოძრაობის" პირმშოა."

ქუთაისში მოქმედი 10 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ მოთხოვნას, ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე კაფე-ბარი "არგოს" მშენებლობის შეჩერების შესახებ, მერიაში განცხადებით პასუხობენ.

ქუთაისის მერიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"2010 -2013 წლებში, მაშინ როდესაც ქალაქის საკრებულოს ჯერ "ნაციონალური მოძრაობა", ხოლო მოგვიანებით "პატრიოტთა ალიანსი" მართავდა, მოხდა ერთ-ერთი სკვერის, "სამი ოთარის" მიმდებარე ტერიტორიის სარგებლობის უფლებით გაცემა. მაშინდელმა საკრებულომ, ერთ დღეში, ამ სკვერთან ერთად, მოახდინა რამდენიმე სკვერის ერთდროულად, აღნაგობის უფლებით (აღნაგობის გაცემის უფლება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენებას გულისხმობს) გაცემა. თითოეული გაცემული სკვერი მინიმუმ 30 წლით სარგებლობას ითვალისწინებს.

ამრიგად, ახლანდელ ხელისუფლებას, შეიძლება ითქვას, რთული მემკვიდრეობა ერგო.

2014 წელს მერის მოვალეობის შემსრულებელი, შოთა მურღულია პრინციპულად შეეწინააღმდეგა "სამი ოთარის" სკვერში რაიმე ფორმით მშენებლობების დაწყებას. ასევე, მკაცრი იყო საზოგადოებისა და მესამე სექტორის პოზიცია.

გამომდინარე აქედან, შოთა მურღულია არაერთხელ შეხვდა შპს "ანასტასიას" მფლობელებს და აღნიშნული ტერიტორიის საკითხის შესწავლა მოხდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სკვერში შპს. "ანასტასიას" მაღალსართულიანი ნაგებობის მშენებლობა რომ არ განეხორციელებინა, ალტერნატიული ფართის ძებნა დაიწყო. დაახლოებით ერთი წელი დასჭირდა სანაცვლო ტერიტორიის მოძიებას.

საბოლოოდ, ტერიტორია მოძებნა შპს "ანასტასიამ", რომელიც რუსთაველის #9ბ-ში მდებარეობს. მოცემული ტერიტორია არ არის დატვირთული მწვანე საფარით, არ იჭრება არცერთი ხე და იგი 170 კვ.მ-ით ნაკლებია, ვიდრე "სამი ოთარის" სკვერის ტერიტორია.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მეწარმე "არგოს" ფორმის კაფეს აშენებს. პროექტი გარდა იმისა, რომ შეთანხმებულია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან, ასევე ზიანს არ აყენებს მდინარე "რიონის" სანაპირო ზოლს, რაც დადასტურებულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ.

კაფე "არგო"-ს პროექტი ითვალისწინებს ერთი სართულის (მსუბუქი კონსტრუქცია) მშენებლობას. შესაბამისად, ამ თემით სპეკულირება მიგვაჩნია პოლიტიკურად მართულ პროცესად. რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების ბრალდებები კი ცილისმწამებლურია. მით უფრო, ზოგიერთი ორგანიზაცია, ვინც ოპონირებას გვიწევს "ნაციონალური მოძრაობის" პირმშოა, ხოლო "სამი ოთარის" ძეგლის მიმდებარე ტერიტორია კი, სწორედ, მათი პარტიული წევრების მიერ გაიცა, სარგებლობის უფლებით," - ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთობლივი წერილობითი მიმართვა ქალაქის მერს, შოთა მურღულიას გაუგზავნეს და მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ერთკვირიანი ვადა მისცეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.