საზოგადოება
„პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია დარჩა, როგორც გაფრთხილება წინაპრებისგან, რომ ჩვენი ერთადერთი გზა ევროპაა“
FaceBook
საქართველოს ევროპული არჩევანი სრულად აისახა 1921 წელს მიღებულ კონსტიტუციაში, მიაჩნია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარ დავით ხვადაგიანს.


1921 წელს მიღებული კონსტიტუცია როგორც საქართველოში ისე საერთაშორისო დონეზე კონსტიტუციონალსიტების მიერ ცნობილი არის როგორც საუკეთესო კონსტიტუცია, განსაკუთრებით თავისი დროისთვის. ამ დოკუმენტის შექმნა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდია საქართველოს ისტორიაში.
მიჩნეულია, რომ ამ კონსტიტუციით თანამედროვე სამყაროშიც კი შესაძლებელია სახელმწიფოს მართვა, -აღნიშნავს მკვლევარი.

მკვლევარის ინფორმაციით ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა პროპაგანდა ამ კონსტიტუციას არც ახსენებდა გამქრალი იყო ქართველი ხალხის კოლექტიური მეხსიერებიდან.

1921 წლის კონსტიტუციის დისკრედიტაციის მცდელობები გაგრძელდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც. ის დეზინფორმაციის მანქანა, რაც მემკვიდრეობით დარჩა რუსეთს საბჭოეთიდან ამ ახალ რეალობაში, მუდმივად ცდილობდა როგორც პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დისკრედიტაციას, ასევე განსაკუთრებით კონსტიტუციის დაკნინებას. "ამბობდნენ, რომ თითქოს გემზე დაწერეს ეს კონსტიტუცია. იქედან გადმოაგდო პირველი რესპუბლიკის მთავრობამ ემიგრაციაში წასვლის წინ. დამამცირებელი, ცინიკური ჭორები ვრცელდებოდა, რომელსაც შეგნებულად ავრცელებდა რუსული პროპაგანდა და მათ სამსახურში ჩამდგარი ქართველები ან თუნდაც განათლებული, მაგრამ ე.წ.სასარგებლო იდიოტები".

1919 წლის თებერვალში ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები დამფუძნებელ კრებას უნდა შეემუშავებინა კონსტიტუცია რის შემდეგაც უფლებამოსილება ამოეწურებოდა.

ვინ შექმნა კონსტიტუცია?

პირველ რიგში ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა, ხალხმა, რომლებმაც ჯერ კიდევ ამ კონსტიტუციამდე ოცი წლით ადრე აირჩიეს ევროპული კურსი.

ისტორიკოსის თქმით, დოკუმენტს ქმნიდა ევროპაში განათლებამიღებული ხალხი, რომლებმაც შეისწავლეს ევროპული თვითმმართველობები,ევროპული კონსტიტუციები და პარლამენტარიზმი. ეს ყველაფერი აისახა ქვეყნის მთავარ დოკუმენტში.

"ნოე ჟორდანია ამბობდა, რომ ევროპული სოციალ- დემოკრატიაა საქართველოს მომავალი და არა ძველი ჩამორჩენილი რუსული ნაროდნიკობა და აღმოსავლეთი. აქედანვე ცვლის ის კურსს. ოპოზიციური პარტიებიც რომლებიც შევიდნენ დამფუძნებელ კრებაში და არჩეულნი იქნენ ქართველი ხალხის მიერ, სოციალისტ ფედერალისტები, ეროვნულ დემოკრატები და სხვებიც თვლიდნენ, რომ საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია".
მთავრობაც და ოპოზიციაც თუკი ერთმანეთის პარტიულ პოლიტიკას აკრიტიკებდნენ, სრულიად სინქრონში ყველა აღიარებდა იმას, რომ საქართველოო უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი დემოკრატიული და პროევროპული სახელმწიფო. განსხვავებით ბოლშევიკებისგან,რომლებიც საერთოდ არ მონაწილეობდნენ როგორც საკანონმდებლო ისე პოლიტიკურ დისკურსში, განმარტავს მკვლევარი.
"ამ ძალებმა შექმნეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, სადაც სრულად არის აღწერილი თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის მოდელი,სრულად უზრუნველყო ყველა მოქალაქის თანასწორობა და უფლებები.რაც მთავარია ამ კონსტიტუციამ გააუქმა ძველი ფეოდალური სამყარო, დასაბამი მისცა ახალ დემოკრატიულ პროცესს და გააუქმა სიკვდილით დასჯა, რაც იყო ზეპროგრესული მოვლენა. ეს ის პერიოდია, როცა დემოკრატიულ და ცივილიზებულ ქვეყნებსაც აქვთ ე ს სასჯელი".


კონსტიტუციის ავტორები:მარცხნიდან შალვა მესხიშვილი სოციალ-ფედერალისტ​ი, ნოე რამიშვილი სოციალ-დემოკრატი,ნოე ჟორდანია სოციალ-დემოკრატი,
გიორგი ლასხიშვილი სოციალ-ფედერალისტი და გიორგი ჟურული, ეროვნულ-დემოკრატი



კონსტიტუცია იქმნებოდა ორი წლის განმავლობაში 1919 წლის თებერვლიდან, როდესაც დამფუძნებელი კრება აირჩიეს. იგი უნდა მიეღოთ მარტში, მაგრამ ტრაგიკულმა მოვლენებმა - რუსული საბჭოთა ჯარის შემოჭრამ დააჩქარა ეს პროცესი და კონსტიტუცია რამდენიმე კვირით ადრე დაამტკიცეს.

საქართველოს კონსტიტუცია დაიბეჭადა ბათუმში. როდესაც საქართველო ფაქტობრივად ოკუპირებული იყო.

"მან ვერ მოასწრო ამოქმედება, მაგრამ დარჩა მაინც როგორც ისტორიული დოკუმენტი თუ რა უნდა თავისუფალ ქართველ ხალხს. ყველაფერი ასახა ამ დოკუმენტმა. დარჩა როგორც მემკვიდრეობა როგორც გაფრთხილება წინაპრებისგან, რომ ჩვენი ერთადერთი გზა არის ევროპა. ჩვენმა თაობებმა უნდა შეძლონ ამ კონსტიტუციის იდეალების განხორციელება იმ ცივილიზებულ სამყაროში, რასაც ევროპული საზოგადოება ქვია", - ამბობს დავით ხვადაგიანი.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.