საზოგადოება
"ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ საქართველო მხოლოდ მაშინ ახერხებს ღირსეულ არსებობას, როდესაც დასავლეთთანაა"
FaceBook
რას და როგორ აზროვნებდნენ შუა საუკუნეების საქართველოში?

ამის გაგება შეიძლება ლიტერატიურიდან.

ტექსტები, რომლებიც შემორჩენილია მიუთითებენ, რომ ქართველი აზროვნებს დასავლურად.


ასე მიაჩნიათ ისტორიკოს გასპარ მელქაძეს და მწერალ ტარიელ დათიაშვილს.

შემორჩენილი ლიტერატურა მთავარი წყაროა, რაც ინფორმაციას იძლევა იმ პერიოდის საქართველოზე, ამბობენ მკვლევარები.
ქართული აზროვნება ქრისტიანობიდან მოყოლებული არის დასავლური, დასავლეთისკენ მიემართება და ყველანაირ კავშირს წყვეტს აღმოსავლეთთან. სწორება დასავლეთზე, იქამდე პაექრობა და მეტოქეობა, შუსაუკუნეების საქართველოს არჩევანი, აზროვნებისა და ცხოვრებსი წესია. მიუხედავად იმისა, რომ ე ს არ იყო ერთმნიშვნელოვანი ურთიერთობა და მტრულ-მოყვრული გახლდათ, ქართველები დასავლეთთან მეტ საერთოს პოულობდნენ და საკუთარ სივრცედ მოიაზრებდნენ, სადაც შეეძლოთ თავის დამკვიდრება, როგორც მსოფლიო მოვლენების სრულუფლებიან თანამონაწილეს, აღნიშნავს გასპარ მელქაძე.

ისტორიკოსი გამოყოფს ეპიზოდს, როდესაც ქართველები არა მხოლოდ ცდილობდნენ, არამედ გამოსდიოდათ კიდეც ბიზანტიის იმპერატორისთვის დახმარება.

"საქართველო, მიუხედავად იმისა რომ პატარა იყო ბიზანტიასთან შედარებით, ძალა შესწევდა მაშინდელ მსოფლიო პოლიტიკაში გარკვეული როლი ეთამაშა. მაგალითად გადაერჩინა ბიზანტიის იმპერატორი გადაგდებისგან. როგორც ვიცით, დავით კურაპალატმა, ტაოს მეფემ გადაარჩინა ბიზანტიის იმპერატორი", - ამბობს ისტორიკოსი.

დასავლეთთან პარტნიორობასა და მეტოქეობაზე აგებული ურთიერთობა გრძელდება სხვა მეფეების პირობებში. აქაც არ არის ეს ურთიერთობა სწორხაზოვანი, თუმცა საქართველო დასავლეთის სივრცეში რჩება, როგორც მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტორი.

"გიორგი პირველის, ბაგრატ მეოთხის მიზანი საქართველოს გაძლიერებაა, რაც არ აწყობს ბიზანტიას მისთვის ეს პრობლემას წარმოადგენს. კავკასიაში მას უნდა ქვეშევრდომი ყავდეს. თუმცა მერე თურქ სელჩუკები ჩნდებიან, რაც აახლოებს ბიზანტიასა და საქართველოს. ხოლო დავით აღმაშენებელი უკვე დიდ ასპარეზზე გადის. მაშინდელ მსოფლიო მოვლენებში ერთვება. ყველაზე მნიშვენლოვანი რაც ხდება მე -11 საუკუნის ბოლოს და მე-12- ს დასაწყისში ეს არის ჯვაროსნული ლაშქრობები. ქართველები ამაში მონაწილეობენ უშუალოდ იერუსალიმში თუ არა კოორდინაცია არის ამ ორ ძალას - კავკასიასა და ევროპას შორის. იგივე დიდგორში ევროპელი რაინდების მონაწილეობა ამ კავშირზე მიუთითებს".
ისტორიკოსი საუბრობს იმ წყაროებზე, სადაც ჩანს, რომ ჯვაროსნები ელოდებიან საქართველოდან ვიღაც მხსნელს, რომელიც წმინდა "გიორგის ძალით და დროშით მოვა და გაათავისუფლებს". საქართევლოს მეფეები თავს "მესიის მახვილს" უწოდებენ და ამით უპირისპოირდებიან ბერძნულ მესიანიზმს,იმ მოსაზრებას, რომ თითქოს ქრისტიანობის მფარველი არის მხოლოდ ბიზანტია. ქართველები კონკურენციაში შედიან ბერძნებთან და აცხადებენ, რომ ქრისტიანობის დამცველები თავადაც არიან.

"რა დონის ამბიციებია, როგორი შემართებით არიან მომავლის მიმართ . მომავლისკენ სწრაფვა ჩანს მაშინდელი ქართველის ქმედებებში.. არ ჰგავს დღევანდელობას, წარსულს რომ ვეპოტინებით მომავლის რომ გვეშინია დ ა მომავლისკენ ვერ ვიხედებით, ან მარტო უბედურებას ვხედავთ. ისინი მომავალში სინათლეს და თავიანთ როლს ხედავდნენ. შედეგიც დადგა".

შედეგს წინ უძღოდა საგანმანათლებლო კერების შექმნა და გელათის დაარსება.

"გელათი რა იყო? "მეორე ელდა" და "სხვა იერუსალიმი". ელადა, ანუ ათენი როგორც საერო, ისე კლასიკური განათლების ცენტრი, იერუსალიმი კი ღვთისმეტყველების ადგილი. საქართველოში აქაც დასავლეთზე აკეთებენ აქცენტს. გელათზე არ ამბობენ, რომ ის არის "მეორე თავრიზი", არამედ ამბობენ "მეორე ათენი და სხვა იერუსალიმი". ქართველმა თავიდანვე მიიღო დასავლური კულტურა გაითავისა და მისთვის ახლობელი აღმოჩნდა", მიაჩნია გასპარ მელქაძეს.

"ახალი ათენი და ახალი იერუსალიმის იდეა იბერიული ცნობიერების ფუნდამენტი ხდება", - ამბობს ტარიელ დათიაშვილი.

მწერალი მიუთითებს, რომ როდესაც ბიზანტიის იმპერია დაინგრა მაშინ წავიდა ცუდად საქართველოს საქმეც, თუკი მანამდე საქართველო თანასწორის პოზიციიდან ურთიერთობდა დანარჩენ მსოფლიოსთან. გვიანი შუა საუკუნეების შემდეგ მხოლოდ მთხოვნელის და მავედრებლის როლშია, რომ მას დაეხმარონ საიმისოდ რომ ფიზიკურად გადარჩეს და არ განადგურდეს.
ამ მდგომარეობამ მიიყვანა ის საბოლოოდ რუსეთთან, რომელიც გარეგნულად თითქოს ჰგავდა დასავლურ სახელმწიფოს და ქმნიდა ილუზიას, რომ აზროვნების წესიც ევროპული ექნებოდა. თუმცა ეს ასე არ აღმოჩნა. რუსეთმა ურთიერთობის პირველივე ფაზებში გამოამჟღავნა, რომ მას არ აქვს პარტნიორული მიზნები და მხოლოდ დამპყრობლური ზრახვები გააჩნია. აღასრულა კიდეც ეს ზრახვები საქართველოზე.

ისტორიკოს გასპარ მელქაძეს მიაჩნია, რომ მრავალი წლისა და საუკუნის შემდეგ საქართველოს სწორედ ახლა დაუდგა ის ისტორიული მომენტი, როდესაც კვლავ შეუძლია მსოფლიო პროგრესული ქვეყნების თანასწორი გახდეს

"ახლა ვართ, როგორც თანასწორი თანასწორთან და თან რეალურ დროში. ჩვენ მანადმე არასდროს დავმთხვევივართ არანაირ მსოფლიო პოლიტიკურ მოვლენას. ჩვენ რეალურ დროში არ დავმთხვევივართ ყოველთვის მერე მოდიოდა ჩვენთან რაღაც. კულტურულადაც კი საერთო დამთხვევა არ გვქონია არანაირ მოწინავე პროცესებთან. ერთი თამარის დროს რუსთაველი დაემთხვა რეალურ დროში, იქამდე წინ უსწრებს და მეორე არის ახლა, როცა ვემთხვევით ყველა ასე ვთქვათ პროცესს რაც მსოფლიოში ხდება. ჩვენი ბავშვები ტელეფონებში გაჯეტებში რომ არიან ემთხვევიან ნიუ -იორკელ ბავშვებს. ეს დამთხვევა რეალურ დროში იმედია არ შეწყდება. ეს თუ შეწყდა მძიმე გამოცდილება გვაქვს. საქართველოში რამე თუ შეწყდა, მერე იმის აღდგენას ჭირდება 70 წელი მაინც. ძალიან ცუდი მემზობელი გვყავს. რუსეთი ევროპულ სახელმწიფოს ჰგავს, მაგრამ ის არასდროს აზროვნებდა იმ კატეგორიებით, რომლითაც ქართველები აზროვნებდნენ. როგორც ევროპული სახელმწიფოები აზროვნებდნენ. დღესაც შუა საუკუნეების მეთოდებით ცდილობს დამკვიდრებას".

საქართველო დასავლური ცივილიზაციის ნაწილია. ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ იგი მხოლოდ მაშინ ახერხებს ღირსეულ და სხვა დიდ სახელმწიფოებთან თანასწორ პოზიციაში არსებობას, როდესაც დასაველთთანაა, აღნიშნავენ მკვლევარები.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.