საზოგადოება
„ქრისტიანობის მიღებით საქართველო დაუკავშირდა დასავლურ სამყაროს“
FaceBook
არის თუ არა დასავლეთი საქართველოს ისტორიული არჩევანი? - ამ კითხვას რუსული პროპაგანდა სვამს და ეჭვსაც თესავს საზოგადოებაში.


რუსული პროპაგანდის მტკიცებით, "საქართველო სულაც არ არის ევროპა", ხოლო ზურაბ ჟვანიას ისტორიული ციტატა "მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი", "მოგონილი და თავსმოხვეულია".

"ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც საზოგადოების დაბნევას და შეცდომაში შეყვანას ითვალისწინებს", - მიაჩნია მწერალ ირაკლი მაჩიტაძეს.

დასავლეთთან ერთობასა და ისტორიულ არჩევანზე, მწერალი თითქმის 1700 წლის წინანდელ მოვლენას - ქართლის დასავლეთთან ინტეგრაციის მნიშვნელოვან და გადამწყვეტ ფაქტს იხსენებს, რომელიც საქართველოს გაქრისტიანებას უკავშირდება.
აქ მწერალი სხვა მითსაც ეხება, რომელიც ყველაზე პოპულარულია საქართველოში და ქრისტიანობის მიღების ერთადერთ მიზეზად სახელდება.

"როგორ ისწავლება სკოლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ქართლის გაქრისტიანებაზე?! ძირითადად მითიურ ამბავს ყვებიან. წმინდა ნინოს შემოსვლა, შემდეგ მზის დაბნელება და მირიანის წმინდა ნინოს ღმერთისადმი რწმენის გამოცხადება. მაგრამ ამ მოვლენაში, ქართლის გაქრისტიანებაში, მხოლოდ რწმენის საკითხი არ იდგა, ქრისტიანობის მიღება პოლიტიკის ნაწილი იყო", - ამბობს ირაკლი მაჩიტაძე.
მწერლის თქმით, ქართლის გაქრისტიანება ეს იყო გეოპოლიტიკური მოვლენა. რაც გახლდათ ქართლის სამეფოს და ქართლის მეფის მირიანის პრინციპული გადწყვეტილება. მას წინ უძღოდა 298 წლის ზავი, რომელიც რომის იმპერიასა და ირანს შორის დაიდო.
"დაზავების ერთ-ერთი პირობა ის იყო, რომ ირანს ეკრძალებოდა კავკასიაში აგრესიული ქმედებები, სომხეთი და საქართველო ხდებოდნენ ირანისაგან დამოუკიდებლები".

მწერლის თქმით, დასავლეთი, ამ შემთხვევაში რომის იმპერია, ქართლის დამოუკიდებლობის გარანტორია. "რომელსაც, რა თქმა უნდა, თავისი ინტერესები აქვს და პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ინტერესი ის არის, რომ მას სჭირდება ძლიერი სამეფო კავკასიაში იმის გამო, რომ კავკასიონის ჩრდილოეთით მომთაბარე ველური ტომები არ გადმოვიდნენ და არ შეაწუხონ რომის იმპერია. მაშინაც კი, და ეს 1700 წლის წინანდელი ამბავია, მაშინაც კი ქართული სამეფოები იღებენ პრინციპულ გადაწყვეტილებას ევროპის და დასავლეთის სასარგებლოდ", - ამბობს ირაკლი მაჩიტაძე.

საქართველოს გაქრისტიანების გადაწყვეტილების შემდეგ მირიან მეფე გზავნის რომის იმპერატორ კონსტანტინესთან თხოვნას, რომ მან საქართველოში გამოაგზავნოს ქრისტიანი სასულიერო პირები. მართალია ქრისტიანობა ჯერ სახელმწიფო რელიგია რომშიც არ არის, მაგრამ იმპერატორმა კონსტანტინემ შეწყვიტა ქრისტიანების დევნა.

"რომში გაუხარდათ მირიანისა და ქართლის გაქრისტიანება. ამის შესახებ მერვე საუკუნის ერთ-ერთი ისტორიკოსი წერს. გარდა იმისა, რომ გაუხარდათ გაქრისტიანება, ქრისტიანობის მიღებით ქართლი ამიერიდან სამარადისოდ დაუკავშირდა რომს. მერვე საუკუნის ისტორიკოსმა უკვე იცის, რომ ამ აქტით საქართველოს ქრისტიანობის მიღება იყო პოლიტიკური ამბავი. ქრისტიანობის მიღებით ქართლი დაუკავშირდა დასავლურ სამყაროს, მაშინ გადაწყდა საქართველოს არჩევანი სადაც არის და ვისთანაც არის", - ამბობს ისტორიკოსი მირიან ამბროლაძე.

ქრისტიანობამ შეიძინა პოლიტიკური მნიშვნელობა და მანვე გადაწყვიტა საქართველოს ორიენტაცია, რომ ქვეყანა გახდეს დასავლეთის ნაწილი.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ხელოვანს შეუძლია არ იყოს სახელმწიფოზე დამოკიდებული, ამის
საშუალებას გვაძლევს ევროპა“, - ამბობს მხატვარი ირაკლი ჩოგოვაძე.
14:57 / 16.09.2024
„ხელოვანს შეუძლია არ იყოს სახელმწიფოზე დამოკიდებული, ამის საშუალებას გვაძლევს ევროპა“, - ამბობს მხატვარი ირაკლი ჩოგოვაძე.
რას აჩვენებს რუსეთთან 200 წლიანი ურთიერთობა და რა გამოცდილებას
გვთავაზობს ევროპასთან ბოლო 30 წლიანი თანაშრომლობა?
15:13 / 05.09.2024
რას აჩვენებს რუსეთთან 200 წლიანი ურთიერთობა და რა გამოცდილებას გვთავაზობს ევროპასთან ბოლო 30 წლიანი თანაშრომლობა?
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.