საზოგადოება
ფაშისტური სიმბოლოები და რიტორიკა ტრიბუნებიდან - საქორწილო ვიდეოებში
FaceBook
რამდენიმე ხანია სოციალურ ქსელში გამოჩნდა საქორწილო ვიდეო, სადაც ერთ ეპიზოდში პატარძალს ნაცისტების ქუდი ახურავს და ფაშიტურ სალამს იძლევა.

ვიდეოს ავტორებს ამის გამო შენიშვნა მისცეს, თუმცა მათ ვერ გაიგეს შენიშვნის არსი, თუ რა არის ფაშისტურ სიმბოლიკაში ცუდი.

საზოგადეობის ერთი ნაწილი ვიდეოს ავტორებს ეთანხმება და აღნიშნავს, რომ შესაძლებელია სიმბოლიკის გამოყენებას უწყინარი მიზეზი ქონდეს და მხოლოდ გარკვეული "გემოვნების" გამომხატველი იყოს, არ გააჩნდეს იდეოლოგიური დატვირთვა და არც არაფერ მავნებლურზე მიუთითებდეს.

სამაგიეროდ სხვების აზრით, ნებისმიერი სიმბოლიკის ტარება მეტ-ნაკლები ზიარებაა იმ ფასეულობებთან, რაც ამ სიმბოლოშია კონცენტრირებული.

ფაშისტური და საბჭოთა ტოტალიტარიზმის იდეოლოგიის გამომხატველი სიმბოლოები რომ რაღაც მავნესთანაა კავშირში ამაზე მიუთითებს, მაგალითად, საქართველოს კანონი "თავისუფლების ქარტია", რომლის მოზანში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის... აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა.

საქართველოში აღნიშნულ კანონს შესაძლებელია ნაკლებად იცნობენ. სამაგიეროდ უნდა იცნობდნენ ისტორიას, რომელიც ამ სიმბოლოებთანაა კავშირში.

"დღევანდელ დღეს, როცა კარგადაა ცნობილი და ისტორიულადაც დადასტურებული ფაშიზმის და კომუნიზმის დანაშაულები, ალბათ ძნელი სათქმელი იქნება ჩვენი ტოტალიტარიზმის "მოყვარული" თანამოქალაქეები რის მიხედვით ირჩვენენ კომუნისტურ ან ფაშისტურ სიმბოლიკებს. რატომ ანიჭებენ რომელიმეს "პრიორიტეტს?!" ", - მიუთითებს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის წარმომადგენელი დავით ხვადაგიანი.

ამ "პრიორიტეტების" არსებობას დავით ხვადაგიანი განათლების დეფიციტთან აკავშირებს და მიაჩნია, რომ "უმჯობესია ადამიანებს ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე დავანახოთ სტალინის და მისი ეპოქის სახე და ჩადენილი დანაშაულები ადამიანების მიმართ, ვიდრე უბრალოდ მექანიკურად ჩამოვწეროთ მისი დანაშაულები და მერე ათასი კითხვა და მიუღებლობა გაუჩნდეს გაუთთვითცნობიერებულ ადამიანს ... და როცა დაინახავს რა დაკარგა რაღაცის გამო უფრო მეტად შეეცდება გარკვევას", - ამბობს დავით ხვადაგიანი.

სადღეისოდ "გათვითცნობიერება" დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, თუმცა მიუხედავად ნებისმიერ ინფორმაციაზე ტოტალური წვდომისა, საზოგადოებას მაინც ნაკლები ცოდნა გააჩნია ფაშიზმზე და საბჭოთა ტოტალიტარიზმზე. ისინი მხოლოდ ისტორიულ და წარსულს ჩაბარებულ მოვლენად მიაჩია, აღნიშნავს ფილოლოგი ლეილა ბერიშვილი.

"საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს ფაშიზმზე და ის მხოლოდ ჰიტლერის მოგონილი ჰგონია. მსოფლიოსთვის ფაშიზმი ასოცირდება ჰოლოკოსტებთან, საკონცენტრაციო ბანაკებთან, განსხვავებული აზრის, უმცირესობების ჟლეტასთან, ნიჭიერი ადამიანების დევნასთან, თავიდათავი - გამძაფრებულ ეთნოცენტრიზმთან, საკუთარი განსაკუთრებულობისა და უპირატესობების აგრესიულ და აკვიატებულ მტკიცებებთან. მგონია, რომ ეს ჩვეულებრივი და აშკარად გამოხატული სიმპტომატიკაა მენტალური ავადობის, რისი სიმბოლოს ტარება ცოტა უხერხულიც უნდა იყოს", - ამბობს ლეილა ბერიშვილი.

ფაშისტურ-საბჭოური სომბოლოების ტარებისას "უხერხულობის" გრძნობას საქართველოში შესაძლებელია აქრობდეს ზოგადი ტენდენციები და რიტორიკა. რიტორიკა, რომელიც არაიშვიათად ისმის მაღალი ტრიბუნებიდან და საეკლესიო კათედრებიდან. ისინი აშკარად აჭარბებენ ყველანაირ ფაშისტურ სიმბოლოებს საქართველოში, ამაზე მიუთითებს ჟურნალისტი საბა კოხრეიძე.

"ჩვენ მიჩვეული ვართ ფაშისტურ-ქსენოფობიურ-ჰომოფობიურ განცხადებებს , როდესაც ქვეყნის მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებ ადგილას ვხედავთ უამრავ ისეთ პიროვნებას , რომლებიც სწორედ ამ რიტორიკით გამოირჩევიან, თუმცა ეს პოლიტიკოსების მხრიდან ან გაუცნობიერებელ - გულუბრყვილო ქმედებაა ან მასებზე გათვლილი პოპულიზმი. ამის მიზეზია ქართველ ხალხში გამჯდარი ნაციონალისტურ გულუბრყვილო იდეები, რომლის იდეოლოგიურად გამყარებას იწვევს საქართველოს ჰიბრიდული სამოციქულო ეკლესია ", - აღნიშნავს საბა კოხრეიძე.

საქართველოში პოპულიზმი შესაძლებელია ასეთ საკითხზე აიგოს. მიუხედავად კანონის არსებობისა, ფაშისტური რიტორიკა იქცეს მთავარ იარაღად მასებზე გავლენის მოსახდენად, მიაჩნია საბა კოხრეიძეს.

შესაბამისად საფრთხე არ ემუქერებათ საბჭოთა და ფაშისტურ სიმბოლოებს. ამიტომ, ბუნებრივი პროცესია მათ კათედრებიდან და ტრიბუნებიდან საქორწილო ვიდეოებში გადაინაცვლონ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.