ახალი ამბები
მოქალაქეებს მისამართების შეცვლა და დაზუსტება უფასოდ შეუძლიათ
FaceBook
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მისამართების ცვლილებასთან დაკავშირებით უფასო სერვისებს სთავაზობს.
მომსახურებები ვრცელდება პირებზე, რომლებსაც უძრავი ნივთის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მისამართი არასრულად ან არასწორად აქვთ მითითებული. ასევე, უფასო სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არასწორი ან დუბლირებული მისამართისა და ნომრების გამო, კერძო საკუთრებისთვის ახალი ნომრის მინიჭება სჭირდებათ.

მისამართების კორექტირებას და მინიჭებას ექვემდებარება ნუმერაციის არმქონე, გამოტოვებული ან გამეორებული მისამართები, ე.წ. "იტალიური ეზოები" და ასევე ისინი, რომლებსაც მისამართად მითითებული აქვთ რაიმე გეოგრაფიული ობიექტი (მაგ: მიმდებარედ, შორის, გასწვრივ, მოპირდაპირედ და ა.შ).

იუსტიციის სახლებში მომსახურების მიღების ვადა 30 კალენდარული დღეა.

საჯარო რეესტრის განცხადებით, შეცვლილი მისამართების გამო მაცხოვრებლებს დოკუმენტების ხელახლა აღება ან შეცვლა არ უწევთ, რადგან საკუთრებისა და მოქალაქეების შესახებ შენახულია, როგორც ძველი, ისე კორექტირებული მონაცემები.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.