სიტყვის თავისუფლება არის ბევრად უფრო მეტი, ვიდრე უფლება - ასე
ფიქრობენ მოსწავლე-ახალგაზრდები “წიგნების თაობიდან”, სადაც
ქუთაისიპოსტის ორგანიზებით შედგა შეხვედრა მედიისა და გამოხატვის
თავისუფლების ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში.
მოსწავლეების მონაწილეობით “წიგნების თაობაში” გაიმართა იმ
ლიტერატურული ნაწარმოებების წაკითხვა/განხილვა, რომლებიც სიტყვისა და
გამოხატვის თავისუფლებას ეხება.
წიგნების თაობის პედაგოგებმა წაიკითხეს ძილისპირული ამბები მეამბოხე
გოგონებისთვის, სადაც გაეცნენ რამდენიმე ისტორიას, ძლიერ შეუპოვარ
გოგოებზე, რომელთა გამბედაობამ ელაპარაკათ და ემოქმედათ შეზღუდვების
მოუხედავად, დიდი შედეგი მოიტანა.
მათ შორის იყო როზა პარქსი, რომელმაც დაიწყო ბრძოლა ამერიკაში
თანაბარი უფლებებისთვის თეთრკანიან და ფერადკანიან ადამიანებს შორის;
მალალა იუსაფზაი - ახალგაზრდა გოგო, რომელიც ტეროროსტებისგან
დაშინების მიუხედავად, ხმამაღლა ამბობდა, რომ სწავლა გოგოებისთვის
დიდი ძალაა და ტერორისტები ამაში ხელს უშლიან.
ასევე, ახალგაზრდებთან ერთად წაიკითხეს ამბავი ავღანელ რეპერ გოგოზე,
სონიტა ალიზადეზე, რომელსაც ბავშვობის ასაკში გათხოვება(გაყიდვას)
უპირებდნენ. ის ირანში გაიქცა დევნილად, შემდეგ კი ამერიკაში ჩავიდა
და დაიწყო სიმღერების წერა ადრეული ქორწილების წინააღმდეგ.
“ახალგაზრდები თავისუფლებისთვის” - შეხვედრა/დისკუსიის ფარგლებში,
წიგნების თაობის პედაგოგებმა მოსწავლეებთან ასევე, ისაუბრეს სიტყვისა
და გამოხატვის თავისუფლებისთვის მებრძოლ კატო მიქელაძეზე, რომელიც
საუკუნის წინ გაზეთის გამოცემით და ქალების არჩევნებში მონაწილეობის
მოთხოვნით ხმას იმაღლებდა უსამართლობის წინააღმდეგ.
მოყვნენ ამბავი ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიაზე, როგორც საუკეთესო
მაგალითზე, თუ როგორ შეიძლება არ შეგეშინდეს სიტყვის
თავისუფლების.
“ახალგაზრდები ბევრად უფრო სკეპტიკურად უყურებენ სამყაროს, ვიდრე
უფროსი თაობის ადამიანები,” - აღნიშნა წიგნების თაობის მოსწავლემ,
შეხვედრის დროს პროპაგანდასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე
საუბრისას.
“უნდა იყოთ სადარაჯოზე, იმიტომ, რომ ნელ-ნელა ხდება შემოპარვა
შეზღუდვების” - ამბობს პედაგოგი მიხეილ მუმლაძე.
ლიტერატურული ნაწარმოებების წაკითხვის გარდა, შეხვედრაზე მოსწავლეებმა
უპასუხეს ქვიზებს იმ სტერეოტიპებზე, რომლებიც გამოხატვის თავისუფლების
საკითხს ეხება და რომლებიც საქართველოშია გავრცელებული.
მოსწავლე-ახალგაზრდები ჩართულნი იყვნენ დისკუსიაში და გამოთქვამდნენ
საკუთარ აზრს და პოზიციას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები