ახალი ამბები
"ონკანს წითელი ჭია გამოყვა" - ქუთაისში მოსახლეობა სასმელი წყლის დაბინძურებაზე საუბრობს
FaceBook
თაბუკაშვილის ქუჩის მე-6 შესახვევში მცხოვრებლების განმარტებით, წყლის დაბინძურება  მილის დაზიანებამ  გამოიწვია.


ქუთაისში, თაბუკაშვილის მე–6 შესახვევეში ადგილობრივები სასმელი წყლის დაბინძურებაზე საუბრობენ. ადგილობრივების თქმით, ონკანს წითელი ჭია გამოყვა. ისინი განმარტავენ, რომ დაბინძურებული წყალი ონკანიდან პერიოდულად მოდის.

თაბუკაშვილის ქუჩის მე-6 შესახვევში მცხოვრებლების განმარტებით,  სასმელი წყლის  დაბინძურება, მილის დაზიანებამ გამოიწვია. რაზეც მოგვიანებით უბნის მაჟორიტარ დეპუტატს, ლაშა გვენეტაძეს მიმართეს.

"მეორე დღესვე დავუკავშირდით წყალმომარაგების კომპანიას და წყლის დაზიანებული მილი შეუკეთეს", - განმარატავენ ვაკისუბნისა და სულხან-საბას სამაჟორიტარო ბიუროში.

"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" აცხადებენ, რომ თაბუკაშვილის ქუჩიდან  სასმელი წყლის დაბინძურების თაობაზე მათთან განცხადება არ შესულა. კომპანიაში მხოლოდ იმას განმარატვენ, რომ გასულ წელს ხუნდაძის ქუჩიდან  მიმართეს  მსგავსი პრეტენზიით, რაზედაც აღებული იქნა სასმელი წყლის ნიმუშები. ანალიზის შედეგებით, სასმელი წყალი სტანდარს აკმაყოფილებდა.

ქუთაისი წყალს  ოთხი სათავე–ნაგებობიდან იღებს: ფარცხანაყანები, მუხიანი, გუმათი და კოპიტნარი. აქედან, ქალაქს ძირითადად ფარცხანაყანები და მუხიანის წყალსადენები ამარაგებს. გუმათი - გუმათის დასახლებას ემსახურება, ხოლო კოპიტნარის სათავე-ნაგებობიდან სასმელი წყალი იანეთს და მაღლაკის მცხოვრებლებს მიეწოდება.

"გაერთიანებული  წყალმომარაგების  კომპანიაში" "ქუთაისიპოსტთან" საუბრისას განმარტავენ, რომ  აღნიშნულ სათავეებზე წყლის დაქლორვა  უწყვეტ რეჟიმში ხდება, რასაც იქ მომუშავე მქლორავ-ოპერატორები უზრუნველყოფენ.

"საქართველოს გაერთიანებული წყალომომარაგების კომპანიის" მიერ მოწოდებული ინფორმაციით,  ქუთაისში  მიმდინარე წელს სასმელი წყლის  დაბინძურების ფაქტის შესახებ მათთვის ოფიციალურად
ჯერ არავის მიუმართავს.  რაც შეეხეება,  2015 წელს,  1935 ნიმუშიდან მხოლოდ 8 შემთხვევაში იყო ნორმიდან გადახრა, რომლებიც გამოწვეული იყო წყალგაყვანილობის ქსელის წერტილოვანი დაზიანებებით, რაც მალევე იქნა აღმოფხვრილი. 



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.