საზოგადოება
მიმართვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს - ეს წერილი არაა თხოვნა, ეს მოთხოვნაა
FaceBook
"ეკლესია დღეს ის სინათლეა, რომელსაც ახლავს ბნელი"- ასე იწყება მიმართვის ტექსტი, რომელიც "ქუთაისიპოსტს" მკითხველმა მოაწოდა.
"ქუთაისიპოსტი" მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

"მიმართვა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის საჭეთმპყრობელს-- ილია II
ქართული ეკლესიის პატრიარქო,
წინამდებარე წერილი გამოხატავს მრავალი ადამიანის სულისკვეთებას, სურვილსა და სასოებას, განსაკუთრებით კი ქალების. ასეც რომ არ იყოს და მარტო ვიყო, ეს არის პირველ ქრისტიანთა და მოციქულთა სასოება და ოცნება, ეხილათ ქრისტეს ეკლესია სრულად, სისხლსავსედ, როგორც გონებით, ისე გულით, გამშვენებული და სილამაზის დესპანი დანარჩენი სამყაროსთვის. მაგრამ ეკლესია დღეს ის სინათლეა, რომელსაც ახლავს ბნელი და ეს სიბნელე სხვა მიზეზთა გარდა, უმთავრესად იმითაა გამოწვეული, რომ ქალებს არა აქვთ საშუალება ასწავლონ, იქადაგონ, უხელმძღვანელონ ეკლესიას. მეტიც, ამბიონიდან განუწყვეტლივ მოედინება შეგონებები იმის თაობაზე, რომ ქალი უნდა ემორჩილებოდეს ქმარს, რომ ქალი მეორადია, კაცი კი პირველადი, რაც ქრისტიანობისთვის მიუღებელია, რადგან თავად მაცხოვარი ამბობს, რომ ქრისტიანობა ეს მიახლოებაა საწყისთან, დასაწყისში კი უფალმა შექმნა ადამიანი, მამაკაცად და ქალად შექმნა იგი. თუმცა ჩემი შეხსენება არ გჭირდებათ, თავადაც მოგეხსენებათ.
მაშ რატომ ესწრაფვით გარდასულ დღეთა ჩრდილებს და ამბავს ყვებით დრომოჭმულს, ძველ ტიკებში ასხამთ ღვინოს და ზარალი სახეზეა. ეკლესია თავად იქცა აჩრდილად----- ძველი ადამის სახედ. არადა ხომ მოგვიახლოვდა ღვთის სასუფეველი, არადა ხომ დადგა ღვთის სასუფეველი. ქრისტეს სხეული მარად განახლებადი ცოცხალი ორგანიზმია და ორიათასი წლის წინანდელი კაცობრიობა ვერ იქნება მაგალითი დღევანდელობისთვის. ეკლესიის სიჯიუტე იყოს ჩაკეტილი საკუთარ მანკიერებაში, გამოწვეულია სწორედ იმით, რომ არა აქვს სიფხიზლე, არაა მზად დროის გამოწვევებისთვის, არ უგდებს ყურს ცვლილებებს და მხოლოდ ძალის ზემოქმედებით თმობს გაქვავებულ ნაწილებს, თმობს მოჩვენებითად, ხოლო შესაფერის დროს, კვლავ იბრუნებს ყოველივე მოძველებულს, მკვდარს და ამაოს. ეკლესიას მიტაცებული აქვს ქრისტეს სახელი, ის ძირითადად არა ჭეშმარიტების გაცხადებითაა დაკავებული, არამედ მისი დამალვით. და ნუ შეეცდებით საქველმოქმედო აქციებით გაამართლოთ ან შენიღბოთ მთავარი----- სულიწმინდის არქონა.
მივუბრუნდები მთავარ სათქმელს. პატრიარქო, ეს წერილი არაა თხოვნა, ეს მოთხოვნაა, რადგან სწორედ ამას მავალებს ჩემი მრწამსი, ამასვე ადასტურებს სული, რომელსაც სამწუხაროდ ეკლესიაში ვეღარ ცნობენ. მიეცით ქალებს საშუალება მიიღონ სასულიერო განათლება, რათა ეკლესია იყოს სავსე , შემკული სილამაზითა და სათნოებით, რათა იყოს ერთ სულ და ერთ ხორც. ქალთა ხელდასხმა იქნება ის ცოცხალი და შეურყვნელი სისხლი, რომელიც გამოაცოცხლებს ქრისტეს სხეულს და ახალ ძალას შთაბერავს მას. დაუბრუნებს ეკლესიას ლეგიტიმურობას, რადგან ეკლესია სულიწმინდის ქმედების გარეშე, მისი სუნთქვის გარეშე არალეგიტიმურია და მეტიც. ცარიელ კედლებს ეშმაკები ეპატრონებიან.

ნინო მოზესი

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.