ქუთაისის მერიას მომავლი წლის ბიუჯეტში ტურიზმის სფეროში
გათვალისწინებული თანხის გაზრდისკენ მოუწოდებენ.
ამ რეკომენდაციით ტურ-ოპერტაორები გამოდიან. მათი თქმით, 2016 წლის
ბიუჯეტში ჩადებული 50 000 ლარი ქალაქში ტურიტული ღონისძიებების
ჩასატარებლად და ვიზიტორების მოსაზიდად საკმარისი არაა.
2016 წელს ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება ტურიზმის განვითარების
სხვადასხვა ღონისძიებებს აანონსებს.
ადგილობრივი ოპოზიციური წრეები კი ხელისუფლებას უმოქმედობაში
ადანაშაულებენ და უფრო კონკრეტული ღონისძიებების გატარებისკენ
მოუწოდებენ.
მომავალი წლის ქუთაისის ადგილობრივ ბიუჯეტში ტურმიზის
განვითარებისთვის 50 000 ლარია გათვალისწინებული, ხოლო ტურისტული
ინფრასტრუქტურისთვის 100 000 ლარი.
ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურში განმარტავენ, რომ ქალაქში
ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და ამ კუთხით
მერია აქტიურად მუშაობს.
ახალი ტურისტული ატრაცქიების მოწყობა, ტურისტული ვებ-გვერდის შექმნა,
ტურისტულ ობიექტებზე QR კოდების განთავსება, თეთრი ქვებისა, თეთრი და
რუსთაველის ხიდების განათება - ეს იმ ღონისძიებათა ჩამონათვალია, რაც
მერიას მომავალი წლისთვის დაგეგმილი აქვს.
ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის განმარტებით, ტურიზმის
განვითარებაზე ზრუნვა მხოლოდ ჩამოთვლილი ღონისძიებებით არ
შემოიფარგლება. თუმცა, სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი სამომავლო
აქტივობების დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობს.
"ტურიზმის მარკეტინგული განავითარების კუთხით აქტიურად ვმუშაობთ,
მაგრამ დეტალების გახმოვანებისგან თავს შევიკავებ, ამ ყველაფრის
შესახებ მოსახლეობას 2016 წლიდან ეცონობება", - ამბობს ქუთაისის
მერიის ეკონომიკის განვითარების სამასახურის უფროსი, პაატა
კლდიაშვილი.
მარკეტინგული ღონისძიებები, რაზეც მერიაში ამ დროისთვის საუბრობენ
ასევე, ითვალისწინებს საინფორმაციო მასალების მომზადებას, რისთვისაც
15 000 ლარი დაიხარჯება და უცხოელი ტურისტების მოსაზიდად ინფოტურების
მოწყობას. პაატა კლდიაშვილი განმარტავს, რომ მომავალ წელს ოთხი
ინფოტურის მოწყობაა დაგეგმილი, რომელშიც კიევისა და ხერსონის ოლქის
ჟურნალისტები და ტუროპერატორები ჩაერთვებიან.
ადგილობრივ ოპოზიციურ წრეებში მერიას უფრო მეტად გააქტიურებისკენ
მოუწოდებენ. პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მერიამ ქალაქის საიმიჯო კლიპის
დამზადებაზე და ქუთაისის პოპულარიზაციაზე უნდა იზრუნოს.
"აქ უნდა იყოს დაცული საავტორო უფლებები და მასში მონაწილეობის
საშუალება უნდა მიეცეს პროფესიონალებს. უამრავი ადამიანია, ვინც ამ
საკითხით დაინტერესდება, მაგრამ ესეც თუ ისე გამოაცხადა მერიამ,
როგორც პარკირების ტენდერი და ქალაქის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის
კონკურსი, რომელიც რამდენიმეჯერ წარუმატებლად დასრულდა, მაშინ აზრი არ
აქვს," - აცხადებს პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის
ორგანზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია.
ქუთაისისთვის საიმიჯო კლიპის დამზადებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ
"საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის" იმერეთის წარმომადგენლობაში.
მათი თქმით, ქალაქის საიმიჯო კლიპი უკვე განთავსებულია ქუთაისის
მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ხოლო უფრო ფართომასშტაბიანი კამპაანის
წამოწყებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში თანხები არ არსებობს.
"ახალი საიმიჯო კლიპის დამზადება მიზანშეწონილი არ იქნება. დამატებით
ტურისტების მოსაზიდად საჭიროა უფრო ფართომასშტაბიანი და
ძვირადღირებული კამპანიის წარმოება, რისი თანხებიც ბიუჯეტში არ არის.
დამატებით 50 000 და 100 000 ლარი შედეგს ვერ მოგვცემს", - ამბობს
"საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის" იმერეთის წარმომადგენლობის
ეკონომისტი, ალეკო ოყრეშიძე.
2016 წლის ბიუჯეტის პროექტში ტურიზმის სფეროში გათვალისწინებულ მწირ
თანხებზე მიუთითბენ ტურ-ოპერატორებიც. თუმცა, მათივე განმარტებით,
სარეკლამო და საიმიჯო ვიდეოკლიპების დამზადება დადებითი შედეგის
მომატანი იქნება.
ტურ-ოპეტატორის, ლაშა ბერეკაშვილის თქმით, ქუთაისის მერიის ოფიციალურ
ვებ-გვერდზე განთავსებული საიმიჯო კლიპი დღევანდელ რეალობასთან
ადაპტირებას საჭოროებს და მასში სიახლეების შეტანა აუცილებელია.
"იგულისხმება ის, რომ ამ კლიპკში არ არის ნაჩვენები ქუთაისის
აეროპორტი. ამას ისიც ემატება, რომ ქუთაისს არ აქვს ტურისტული ლოგო,
რომელიც ასევე, კლიპში უნდა ჩანდეს. რაც მეტი სარეკლამო და საიმიჯო
კლიპები დამზადდება, მხოლოდ დადებითი შედეგის მომტანი იქნება", -
ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.
ის ასევე, აღნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ტურიზმის სფეროში
ჩადებული თანხა საკმარისი არაა, რის გამოც მერიას ამ თანხის გაზრდის
რეკომენდაციით მიმართავენ.
მასალის გამოყენების პირობები