ტყიბულის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებს, მცხოვრებლები
ყოველდღიურად და მასიურად ტოვებენ.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლების თქმით, სოფლებიდან მოსახლეობა
უწყვეტად გადის. მუნიციპალიტეტში შემავალ სოფელ საწირეში
მიუთითებენ, რომ ყოველი მე–3 ოჯახიდან, მინიმუმ ერთი წევრია
წასული.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ისინი ეძებენ სივრცეს, სადაც მეტი
შესაძლებლობები მიეცემათ.
სოფლიდან მიგრირებული მოსახლეობა, ან ევროპულ ქვეყნებში, ან შიდა
მიგრაციის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გადიან.
გადიან სასწავლებლად, ან სამსახურის საძებნელად.
მიმართულების არჩევის მიუხედავად, ტყიბულელები ამბობენ, რომ ფაქტი
ერთია – სოფლიდან წასულთა უმრავლესობას უკან დაბრუნება არ სურს.
"მიდიან ისინი, ვისაც ცოტა მაინც აქვს წასვლის საშუალება. ვისაც
პატარა ჰყავს მისთვის კარგი განათლება უნდა ქალაქში, ვისაც უკვე დიდი
შვილები - ბინა და კარგი პირობები. მიდიან თურქეთში, იტალიაში,
თბილისში, ქუთაისში. ვინ იცის სად აღარ, ყველა ეძებს სივრცეს, სადაც
მეტი განვითარების საშუალება მიეცემა," - ამბობს ტყიბულის
მუნიციპალიტეტის სოფელ საწირეს მკვიდრი ლელა ზარნაძე.
ლელა ზარნაძე სოფელ საწირეში, "განათლების უბანში"
ცხოვრობს. აღნიშნულ უბანში თავის დროზე, პედაგოგები ყოფილან
დასახლებული და ერთ-ერთ პრესტიჟულ უბნადაც ითვლებოდა.
განათლების უბანში, სადაც 12 ოჯახი ცხოვრობდა, დღეს მათგან მხოლოდ 5
ოჯახია დარჩენილი. ამ 5 ოჯახიდანაც მხოლოდ 2 ოჯახი ცხოვრობს,
დანარჩენი სამი კი დაკეტილ სახლებს პერიდოულად აკითხავს.
"მხოლოდ მე დავრჩი ამ ქუჩაზე პედაგოგი და ისიც ამჯერად
განთავისუფლებული სამსახურიდან," - ამბობს ლელა ზარნაძე
"ქუთაისიპოსტთან" საუბარში.
ადგილობრივები მიუთითებენ, რომ საწირეში "განათლების" უბნის მსგავსად,
დანარენ უბნებშიც ანალოგიური მდგომარეობაა, ისევე, როგორც საწირეს
მსგავსად ტყიბულის მუიციპალიტეტში შემავალ სხვა სოფლებში.
"ასე იყო ადრეც, სოფლიდან სულ მიდიოდა ხალხი, მაგრამ ასე მასიურად
არა. ახლა სულ მთლად ცარიელი რჩება სოფლები, თუ ასე გაგრძელდება, მალე
ალბათ ტყედ გადაიქცევა ტყიბული, რადგან სოფელი ადამიანის გარეშე
ტყეა," - ამბობენ ტყიბულში მცხოვრებლები.
ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან მოსახლების მასიურ გადინებასთან
დაკავშირებით მოსახლეობის მსგავსად, კრიტიკული შეფასებები აქვთ
ოპოზიციურ პოლიტიკურ ორგანიზაციებშიც.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ტყიბულის ორგანიზაციის
წარმომადგენლები ამბობენ, მუნიციპალიტეტიდან მოსახლეობის მასიურად
გადინება შესამჩნევი 2007 წლიდან გახდა.
"ეს ძალიან რთული, დიდი ხნის წინ შექმნილი სერიოზული პრობლემაა და
უფრო იმატებს. მიგრაციის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი,
"საქნახშირიდან" მუშების განთავისუფლება იყო, იმ პერიოდიდან
მოყოლებული ვინ სად გარბის. გარბიან იმიტომ, რომ ტყიბულში არაფერი
იქმნება, მუნიციპალიტეტი გააჩერეს, გათიშეს, ამიტომ ხალხი ცდილობს
თავს უშველონ," - ამბობენ "ნაციონალური მოძრაობის" ტყიბულის
ორგანიზაციაში.
ტყიბულში მოსახლეობის რიცხოვნობის შესახებ "საქსტატის"
"საქსტატის"
მონაცემების მიხედვით, ბოლო 5 წლის მანძილზე, ტყიბულის მოსახლეობა
9,400 მცხოვრებლით შემცირდა. თუმცა
მუნიციპალიტეტიდან მოსახლეობა მასიურად 2014 წლიდან
გავიდა.
2014 წლიან
2015 წლის 1 იანვრამდე ტყიბული 8,800 ადამიანმა დატოვა.
2010-დან-2012 წლის ჩათვლით ტყიბულში სულ 30,100 ადამიანი
ცხოვრობდა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ტყიბულში
მოსახლეობის რიცხოვნობამ კლება 2013 წლიდან დაიწყო.
2013 წელს ტყიბულში 29,800 ხოლო 2014 წელს 29,500 ადამიანი
ფიქსირდება. მიმდინარე წელის 1 იანვრის მდგომარეობით, ტყიბულის
მუნიციპალიტეტში სულ 20,700 ადამიანი ცხოვრობს.
ტყიბულში არსებულ მიგრაციულ პრობლემებზე და მოსახლეობის რაოდენობრივ
მაჩვენებელზე, ინფორმაციას ტყიბულის გამგეობაში ფლობენ, რის გამოც,
ტყიბულის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ
კომენტარზე"ქუთაისიპოსტს"
უარი განუცხადა.
სამაგიეროდ, გვენეტაძემ ყურადღება ტყიბულში განსახორციელებელ
პროექტებზე გაამახვილა და განმარტა, რომ აღნიშნული პროექტები
მუნიციპალიტეტში სამუშაო ადგილებს შექმნის.
ერთ - ერთ ასეთ პროექტად, რობიზონ გვენეტაძე ტყიბულის მუნიციპალიტეტში
150 მეგავატიანი ელექტროსადგურის კონტრაქტის გაფორმებას
ასახელებს.
ზემოთხსენებული კონტრაქტის მიხედვით, მიმდინარე წელს, საქართველოს
მთავრობას, სს "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა"
და შპს "ტყიბული 150" შორის ტყიბულის მუნიციპალიტეტში ნახშირზე
მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობის ფლობისა და ოპერირების
თაობაზე ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
როგორც გამგეობაში ამბობენ, ხელშეკრულების მიხედვით, 150 მეგავატის
სიმძლავრის ნახშირის ქვესადგურზე, რომლის პროექტიც უახლოეს მომავალში
უნდა განხორციელდეს, 200 მილიონი ლარი დაიხარჯება.
სწორედ აღნიშნული პროექტის არსებობის ფონზე, ტყიბულში მუდმივი სამუშაო
ადგილების შექმნას აანოსებენ.
თუმცა იქამდე, ვიდრე ტყიბულში ხსენებული თბოელექტროსადგური აშენდება,
ადგილობრივები მუნიციპალიტეტის დაცარიელების რეალურ საფრთხეს
ხედავენ.
მასალის გამოყენების პირობები