1946 წელს შენობის
პირველი სართული თოჯინების თეატრს დაეთმო.
რა ვიცით ქუთაისში იმ ადგილებზე და სხვადასხვა არქიტექტურულ
ნაგებობებზე, რომელთაც შესაძლოა ყოველდღე ვხედავთ?
რა ისტორია უკავშირდება თითოეულ მათგანს, რომელსაც გარკვეული
საზოგადოებრივი სახელი თავად მოქალაქეებმა და დრომ
დაუმკვიდრა.ნაცნობი-უცნობი ქალაქი ნახეთ "ქუთაისიპოსტ"-ის რუბრიკაში
"ნაცნობი-უცნობი ქუთაისი".
რუბრიკის არსი მდგომარეობს კონკრეტულ ადგილზე მოქალაქეთა
ვიდეოგამოკითხვაში – რა იციან გამოკითხვის ობიექტის შესახებ? – ხოლო
გამოკითხვის შემდეგ, "ქუთაისიპოსტ"-ზე განთავსდება ინფორმაცია
გამოკითხვის ობიექტის ისტორიის შესახებ. ერთად გავიგოთ ქალაქში
არსებული ადგილებისა თუ არქიტექტურული ნაგებობების ისტორია. თვეში
ორჯერ (შაბათს) –kutaisipost.ge -ზე ადევნეთ თვალი რუბრიკას –
"ნაცნობი-უცნობი ქუთაისი"
რუბრიკის მორიგი შეკითხვა გახლდათ: რა ისტორია უკავშირდება ქუთაისის
თოჯინების თეატრის შენობას და როდის აშენდა ის? (
ნახეთ ვიდეო).
###
ქუთაისიპოსტის მიერ მოკვლეული ინფორმაციით, ქუთაისში წმინდა ნინოს
ქუჩა #9-ში მდებარე სახლი ქუთაისში ცნობილ მეორე გილდიის ვაჭარს
სტეფანე ფეიქრიშვილს ეკუთვნოდა.
თავდაპირველი ორსართულინი მანსარდიანი ნაგებობა 1898-1909 წლებში
აშენდა, არქიტექორი ტრეიერის პროექტით. მისი ფასადი ეკლარის
იყო. მანსარდის ალებასტრის შემკულობა კი გადმოცემით, ცნობილმა
მოქანდაკეებმა იაკობ ნიკოლძემ და სერაფიმე პოლოლიკაშვილმა შეასრულეს.
სარდაფს და მანსარდში სტეფანე ფეიქრიშვილს რკინა-კავეულის საწყობი
ჰქონდა მოწყობილი. პირველ სართულზე მაღაზიები, მეორეზე საცხოვერებლი
ოთახები იყო განთავსებული.
წიგნის "საქართველო ძველ ქალაქებში - ქუთაისის" მიხედვით, 1910 წლიდან
მეორე სართულსა და მანსარდში ვოლგა-კამის ბანკის ქუთაისის
განყოფილებამ დაიდო ბინა. შენობა 1911 წელს დაიწვა და 1912 წელს
სტეფანე ფეიქრიშვილმა დღევანდელი სახით აღადგინა.
შენობა მალევე დიმიტრი ბახტაძემ შეიძინა. 1922 წლიდან აქ სხვადასხვა
დაწესებულება იყო მოთავსებული. 1946 წელს შენობის პირველი სართული
თოჯინების თეატრს დაეთმო.
"აღდგენისას სახლის პირველი სართული უცვლელი დარჩა. თავდაპირველია
მეორე სართულის სტრუქტურაც. გადაკეთებისას დაშენდა მესამე სართული.
ხოლო ქვის მოპირკეთება იაფი ნალესობით დაიფარა. ფასადის პროპორციისა
და დეკორის შეცვლამ შენობას სახე დაუკარგა. ახალი დეკორი მოდერნის
სტილითაა შესრულებული" - აღნიშნულია წიგნში
"საქართველო ძველ
ქალაქებში - ქუთაისში".
მასალის გამოყენების პირობები