ახალი ამბები
ქუთაისში ტრანსპორტის მუშაობის აღდგენასა და ბაზრობების გახსნას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისში კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული რეგულაციების მოხსნას ითხოვენ.

ტრანსპორტის მუშაობის აღდგენისა და ე.წ. კეჩის ღია სამრეწველო ბაზრობის გახსნის მოთხოვნით ქუთაისში აქცია გაიმართა. მოვაჭრეები და სხვა რიგითი მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტი 1-ლი თებერვლიდან ამუშავდეს, რათა სამსახურებში სიარული შეძლონ.

,,ჭავჭავაძის ბაზარს აკითხავს მთელი დასავლეთ საქართველო. ამ ბაზრობის დაკეტვამ მოვაჭრეები აიძულა გარეთ გამოსულიყვნენ. ზოგი გარეთაც ვერ დადგა, რადგან შორს ცხოვრობს და უტრანსპორტობის გამო სიარულს ვერ ახერხებს. ამიტომ აუცილებელია როგორც ბაზრობის გახსნა, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება",
- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ შორენა ლუტიძემ.

აქციაზე იმყოფებოდა სავაჭრო ცენტრ ,,გრანდ მოკლის" დირექტორი ნატო დანელია. მისი განცხადებით, მის სავაჭრო ცენტრში უამრავი ადამიანია, რომლებიც სამსახურში სიარულს სწორედ უტრანსპორტობის გამო ვერ შეძლებენ. ის ხელისუფლებას სამ მოთხოვნას უყენებს:

,,სავაჭრო ცენტრები და მოლები პირველი თებერვლიდან იხსნება, თუმცა არიან ჩემთან თანამშრომლები, რომლებიც ვერ მოვლენ თუ არ იქნება ტრანსპორტი. ჩემი მთავარი მოთხოვნებია გაიხსნას პირველ რიგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე გაიხსნას ბაზრობები, რადგან აქ დასაქმებულები რჩებიან შემოსავლების გარეშე და მესამე მოთხოვნაა ჩატარდეს დროული ვაქცინაცია, რადგან ასეთი დაკვეთებით დაინგრევა ბიზნესი",- განაცხადა ნატო დანელიამ. 

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა კი პირველი მარტიდანაა დაგეგმილი, ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან უნდა გაიხსნას, ხოლო პირველი თებერვლიდან იგეგმება სავაჭრო ცენრებისა და მოლოების გახსნა.

საბჭოს სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ შეზღუდვების მოხსნის თითოეული შემდგომი ნაბიჯი დაეფუძნება ეპიდემიოლოგიური ვითარების მკაცრ მონიტორინგსა და დეტალურ ანალიზს, რომელიც ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ
საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის
აქცია გაიმართება.
11:06 / 23.11.2024
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია გაიმართება.
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.