ნიუ-იორკის ყოველი მესამე მცხოვრები არ ლაპარაკობს ინგლისურად და ქალაქის ხელისუფლება თარჯიმნებს იწვევს სამუშაოდ, წერს
La Stampa.
რამდენიმე დღის წინ სკოტ ტრინგერმა რომელიც ქალაქის ფინანსებს აკონტროლებს ქალაქის ხელისუფლებას მიმართა თხოვნით გაზარდონ თარჯიმნების შტატი სასამართლოებში,იმიტომ რომ ამის საჭიროება მაგალითად, მაშინ ჩნდება, როდესაც საცხოვრებელი არენდის საკითხებს განიხილავენ. ნიუ იორკის სასამართლოებში მართლაც ვერაფერს გაიგებს თარჯიმნის გარეშე, რადგან დიდი ვაშლის მცხოვრებთა 40 პროცენტი საზღვარგარეთ არის დაბადებული და 49 პროცენტი სახლში არ ლაპარაკობს ინგლისურად.
"ოფიციაური სტატისტიკა გამაოგნებელია ქალაქში სულ 8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს რომელთაგან 37% საზღვარგარეთ დაიბადა. 1970 წელს ასეთი მხოლოდ 18% იყო. 40 წლის მანძილზე მათი რიცხვი ორჯერ გაიზარდა..იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს სტატისტიკა 2010 წელს ეკუთვნის დაამათ რიცხვს არალეგალებიც უნდა დავამატოთ, ადვილი შესაძლებელია საზღვარგარეთ დაბადებული ნიუ-იორკელები ბევრად აჭარბებდნენ იმათ რიცხვს ვინც ამ ქალაქში დაიბადა, აღნიშნულია სტატიაში.
ყველაზე მეტი იმიგრანტი ნიუ იორკში დომინიკის რესპუკლიკადანაა, შემდეგ მოდიან ჩინელები, მექსიკელები, ეკვადორის, ჰაიტიტის,ტრინიდადის, ინდოეთისა და რუსეთის წარმომადგენლები. ამ კლასიფიკაციაში იტალია მე- 17 ადგილზეა,დიდი ბრიტანეთი მე- 19. ასეთი სიტუაცია ენაზეც აისახება.
ქალაქის ხელისუფლების ცნობით დაახლოებით 2 მილიონმა მცხოვრებმა საერთოდ არ იცის ინგლისური. მათგან 50, 4% ესპანურად ლაპარაკობს, 16,5% - ,ჩინურად, 6,3% - რუსულად. აღნიშნული სიტუაცია მოწმობს პოლიტკორექტულობის აუცილებლობაზე.:თუკი ყველა ამ განსხვავებულობის მატარებლებს, ხშირად ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილ კულტურებს არ ასწავლიან შეურაცხყოფის და შეტაკებების თავიდან აცილებას. დიდი ვაშლი შეიძლება გადაიქცეს ბაბილონის უკონტროლო კედლად, აღნიშნულია სტატიაში.
La Stampa
მასალის გამოყენების პირობები