საზოგადოება
ვიდრე ინტერნეტში მის ფერზე მსჯელობდით, მაღაზიაში კაბები სულ გაიყიდა
FaceBook
მას შემდეგ რაც ამ კაბის ფოტო Tumblr-ზე ატვირთეს და დასვეს შეკითხვა, თუ რა ფერისაა, მთელი ინტერნეტსივრცე მასზე ალაპარაკდა.

სოციალურ ქსელებში მომხმარებლები საკუთარ მოსაზრებებს აკომენტარებენ: ზოგიერთი ფიქრობს, რომ კაბა თეთრი ოქროსფერშია, ხოლო დანარჩენები ამტკიცებენ, რომ ის შავი ლურჯშია. თუმცა, სინამდვილეში კაბა ლურჯია.

თუმცა, მაშინ როცა ლამის მთელი მსოფლიო და მათ შორის ჰოლივუდის ვარსკვლავებიც კი სოციალურ ქსელში მის ფერზე მსჯელობდნენ, მაღაზიებში გოგონებმა სამოსის შეძენაზე ნამდვილი "ომი" გააჩაღეს. ბრიტანული ტანსაცმლის კომპანიის Roman Originals-ის წარმომადგენლებმა, რომლებიც კაბას 77 დოლარად ყიდიან, დილით ნამდვილ ქაოსში გაიღვიძეს. მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ კაბები რამდენიმე წუთში მთლიანად გაიყიდა. კაბის 300 ვარიანტი ნახევარ საათში მაღაზიაში აღარ იყო. გეგმავენ, კაბის ოქროსფერი და თეთრი ვერსიაც შექმნან.

"გაინტერესებთ კაბამ რატომ მიიქცია ასეთი დიდი ყურადღება? პასუხი ძალიან მარტივია - ხალხს საიდუმლოებები ყოველთვის აინტერესებთ. არსად გვინახავს, ფერის გამო ასეთი დებატები დაწყებულიყო. უბრალოდ შეკითხვა დავსვით", - აცხადებენ კომპანიაში. 

info9.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.