ქუთაისის #31 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კომპანია "სოკარის"
მიერ მიმდინარე სამუშაოებს ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს.
"გაურკვეველია რას აკეთებენ. ვხედავთ, რომ რაღაც დიდი ზომის ურდულები
და მილები აქვთ მოტანილი. სკოლის ახლოს ასეთი სამუშაოები რამდენად
გამართლებულია, რატომ არ ფიქრობენ ბავშვების უსაფრთხოებაზე,"–
აცხადებენ ადგილობრივები.
როგორც ქუთაისიპოსტმა გაარკვია, კომპანია "სოკარი" გაზის ცენტრალური
მაგისტრალის აღრიცხვის მრიცხველს ამონტაჟებს.
"ცენტრალურ მაგისტრალზე, საიდანაც მოსახლეობას მიეწოდება გაზი,
მიმდინარეობს აღრიცხვის მრიცხველის და წნევის მარეგულირებლის
დამონტაჟება. ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო, რადგან სისტემას აქვს
უკუსარქველი, რომელიც ავტომატურად იკეტება," – აცხადებს "სოკარის"
წარმომადგენელი ქუთაისიპოსტთან საუბარში.
"სოკარის" წარმომადგენელი ამბობს, რომ სამონტაჟო სამუშოები
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, ამიტომ საჯარო სკოლისა
და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელობასთან
შეთანხმება საჭირო არ იყო.
საგანმანათლებლო რესურსცენტრში #31 საჯარო სკოლის მიმდებარე
ტერიტორიაზე "სოკარის" მიერ მიმდინარე სამუშაოების შესახებ
ინფორმაციას არ ფლობენ.
მასალის გამოყენების პირობები