საზოგადოება
"ვანი არავის ახსოვს, სტიქიასაც დაავიწყდა" - ვანი განსახორციელებელი პროექტების მოლოდინში
FaceBook
"ვანელები ხელფასებს სიზმარში იღებენ", - ამბობს ვანის მცხოვრები ნესტორ ადეიშვილი.

"ძალიან ცუდ დღეში ვართ ვანში ხალხი, პურის ფული არა აქვთ ადამიანებს",- აღნიშნავს ვანში მცხოვრები ქეთევან პაიკიძე.

მოსახლეობისგან განსხვავებით სიტუაციას სხვაგვარად აფასებენ ვანის გამგეობაში. გამგეობაში გაკეთებულ და გასაკეთებელ საქმეებზე საუბრობენ. ისინი ვანის სოფლებში გაყვანილ გზებსა და სხვა სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მიუთითებენ.

"ვანში ინფრასტრუქტურული მშენებლობები და რეაბილიტაცია გახლავთ ბიუჯეტის პრიორიტეტული სფერო. საამისოდ 4860.0 ათასი ლარია გამოყოფილი, როგორც ადგილობრივი, ისე მთავრობის განკარგულებით გადმორიცხული თანხებიდან", -აღნიშნავს ვანის გამგებელი ზაზა ხურციძე.

ვანის გამგეობაში მნიშვენლოვან ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტად ესახებათ ვანის საავადმყოფოს ნაწილის მშენებლობა. ვანის მუნიციპალიტეტში ათწლეულებია საავადმყოფოს პრობლემა დგას. ამჟამად ვანის საავადმყოფოს მცირე მონაკვეთს სამედიცინო პუნქტი იკავებს, სადაც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას უწევენ პაციენტებს. სხვა ტიპის სამედიცინო მომსახურებისთვის ვანელებს უახლოეს ქალაქებში უწევთ წასვლა.

სადღეისოდ ვანის საავადმყოფოს შენობა გადაეცა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს, სადაც ახალი კლინიკის შექმნაზე ვალდებულება "ჯეოჰოსპიტალმა" აიღო. რომელიც მშენებლობას მომავალ წელს დაასრულებს. სახელმწიფო ვანელებს ათსაწოლიანი პოლიპროფილური კლინიკის გახსნას პირდება.

გარდა ამისა, ვანში ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის მუზეუმის ახალი შენობის რეაბილიტაციაც იგეგმება. მისი მშენებლობა 2012 წლის სეტემბერში დაიწყო. სამუშაოებს ფირმა "სანი" ასრულებდა, თუმცა მშენებლობა 2014 წელს შეჩერდა. ამჟამად "რეაბილიტირებული" შენობის ნაწილი მთლიანად ამორტიზებულია. "ამიტომ ეს შენობა უნდა დაინგრეს და ახალი აშენდეს" - ამბობს ვანის გამგებელი.
ახალი შენობის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდება. როგორც ფონდში აცხადებენ მშენებლობა 2017 წლის დასაწყისში დასრულდება. მუზეუმის მშენებლობას დახლოებით 7 მილიონი ლარი დაჭირდება.

xxx

თუმცა აღნიშნული პოექტების განხორციელება სასიკეთო მოლოდინებს ნაკლებად უჩენენ ვანის მცხოვრებლებს. "ვანი მივიწყებულია, სტიქიასაც არ ახსოვს", - აღნიშნავენ ისინი.
პრობლემებზე მიუთითებენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც. ისინი პრობლემას კოალიცია "ქართული ოცნების" გამგეობის წარმომადგენლებსა და ამავე კოალიციის საკრებულოს წევრებს შორის დაპირისპირებაშიც ხედავენ.
"ქართული ოცნების" გამგეობისა და საკრებულოს წევრები გაყოფილია. თავთავიანთი ხალხი ყავთ. ზოგჯერ დაპირისპირებებს აქვს ადგილი", - აღნიშნავენ ვანის საკრებულოს წევრები "ნაციონალური მოძრაობიდან".

ამ ინფორმაციას არ ადასტურებს ვანის გამგებელი ზაზა ხურციძე. "ვანში არანაირ შიდა დაპირისპირებას ადგილი არა აქვს. ეს არ შეესაბამება სიმართლეს", - მიაჩნია ზაზა ხურციძეს.

xxx

სამაგიეროდ სიმართლეს შეეფერება ვანის მუნიციპალიტეტის წლიური შემოსავალი. ყოველ შემთხვევაში გამგეობიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ვანის წლიური შემოსავალი შეადგენს 9559,9 ათას ლარს. გადასახადები  - 10.574,1 ათას ლარს.
ვანს რეგიონული განვითარების ფონდიდან 1836,6 ათასი ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხებით განახორციელებენ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვანსა და ვანის სოფლებში.

ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, თანხები იხარჯება პრემიებზეც. 2014 წელს ვანის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის გაცემული პრემიის ოდენობამ შეადგინა 178 650 ლარი, 2015 წელს, ამ დროის მონაცემებით გაცემული პრემია 41 925 ლარს შეადგენს.
ვანის გამგეობაში დასაქმებულია 155 თანამშრომელი. ვანის 6 (ა)აიპ-ში კი - 458 ადამიანი. კონკურსის წესით ვანის გამგეობაში მიიღეს 130 თანამშრომელი. ატესტაცია გაიარა და ძველი პოზიცია შეინარჩუნა 27-მა თანამშრომელმა.

ვანის გამგეობაში კონკურსები ჩატარდა  2014 წლის დეკემბერში და 2015 წლის აპრილსა და ივლიში.

ვანის მუნიციპალიტეტში 21 ადმინისტრაციული ერთეული და 41 სოფელია.


მასალა მომზადებულია სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის პროექტის -"სამოქალაქო საზოგადოება დეცენტრალიზაციისათვის" ფარგლებში , ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის და ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" პოზიციას.
"ჟურნალისტთა ქსელი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის"
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.