საზოგადოება
წერილი დედას
FaceBook

ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის პაციენტების მთავარი ნატვრა - ახლობლების მონახულება ხშირად აუხდენელ ოცნებად რჩება.


"ქუთაისიპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ ორი პაციენტის წერილს, რომლებმაც  ბარათები, დღეს  დედის დღესთან დაკავშირებით ოჯახში  გააგზავნეს.


"ჩემო ტკბილო დედიკო!

დედა, როგორ მინდა რომ გხედავდე. ანგელოზო დედა, ძალიან მენტარები და მინდევხარ. სულ შენზე ვტირი დედა და სულ შენზე ვდარდობ. როცა დედაზე სიმღერას ვისმენ, ყოველთვის შენზე ვტირივარ. მე უშენოდ ვერ გავძლებ დედა, შენ რომ ვერ გნახო და ვერ გიხილო. ჩემო ტკბილო დედა, ჩემო ლამაზო დედიკო, სულ შენზე ვფიქრობ და შენ მინდა მყავდე და ჩემთან ერთად იყვე.

დედა, ამ წერილს რომ გიგზავნი, ტირილი მეწყება. დღე და ღამე სულ შენზე ვტირივარ და ვდარდობ. უფალმა დაგიფაროს და დაგლოცოს. ჩემო ანგელოზო დედა, არ დაგავიწყდე და აღდგომას ჩამოდი და ჩემი ძმა ზურიკო მანანხე.

აბა შენ იცი დედა. გკოცნი. მაგრად.

შენი თათია.



"მონატრებული სალამი ჩემს საყვარელ დედას!

დედა, როგორ ხარ?

იმედი მაქვს, კარგად იქნები და ღმერთმა კარგად გამყოფოს. მენატრები ძალიან. მე რომ სახლში ვიყო, შენი მოვლის გარდა, არაფერს გავაკეთებდი, რადგან შენ დაუძლურდი და ვეღარ დაიარები.


დედა, შენ რა გგონია განა არ მახსოვს, სანამ შეგეძლო საიარული, განსაცდელშიც კი არ მტოვებდი. ხონის ფსიქიატრიულში მაკითხავდი, კვირაში ორჯერ იმდენი პროდუქტებით და ახალ-ახალი ტანსაცმელებით. ახლა კი უპატრონოდ ვგრძნობ თავს. მომაკლდა დედი შენი ხელები. შენი მონატრებით, ლექსი დავწერე და გიძღვნი შენ.

დილის ხუთი საათია

გამეღვიძა მე და

მე პირველი სიტყვა ის ვთქვი

მომენატრე დედა.


შენ რა იცი, ჩემო დედა


გულში სევდა რამდენია


ჩუმად ჩემთვის მიტირია


ცრემლიც ბევრი დამდენია


საცოდავო ჩემო დედი


ბევრი ტანჯვა შენც გქონია


ღმერთმა ასე რად ინება


ცრემლი რატომ გვადენია".

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.