კანადელმა მეცნიერებმა ვიქტორიის უნივერსიტეტიდან შეადგინეს პლანეტის მტაცებლების რეიტინგი.
ამის შესახებ ჟურნალი შციენცე წერს. კვლევის შედეგების მიხედვით, პლანეტაზე ყველაზე აგრესიული და სახიფათო მტაცებელი ადამიანია. სუპერმტაცებელი, როგორც მეცნიერებმა უწოდეს, გაცილებით ეფექტური აღმოჩნდა ლომზე და მგელზე და აგრეთვე გაუსწრო ზვიგენის მაჩვენებლებს წყლის ბინადარტა შორის.
მეცნიერებმა გამოიანგარიშეს, რომ ადამიანი 14-ჯერ მეტ თევზს მოიპოვებს, ვიდრე ზღვის მტაცებლები და 9-ჯერ მეტ ცხოველს კლავს, ვიდრე ხმელეთის ნებისმიერი მტაცებელი. გარდა ამისა, ორიათასზე მეტი სახეობის ხმელეთის და წყლის მტაცებლების კვლევისას მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ადამიანის ნადირობამ და თევზაობამ უდიდესი ცვლილებები გამოიწვია ბუნებრივ სამყაროზე.
კვლევის ხელმძღვანელის კრის დარმონტის თქმით, ადამიანი თავის ქცევით ველური ბუნების მრავალ კანონს არღვევს. მაგალითად, მტაცებლები ცდილობენ თავს დაესხან პატარა, არაჯანმრთელ ან დაჭრილ ცხოველებს. ადამიანები კი ხშირად ჯანმრთელ ცხოველებზე ნადირობენ, რაც პოპულაციას ანადგურებს.
ambebi.ge
მასალის გამოყენების პირობები