ქუთაისში, უმეთვალყურეო ძაღლების მოვლა-პატრობაზე პასუხისმგებელ ორგანიზაციას შპს " უნივერს ჯგუფს" ხელშეკრულებით გათვალისწინებული 6 თვიანი ვადა 19 აგვისტოს ამოეწურა,
თუმცა მერიის დასუფთავების სამსახურში აცხადებენ, რომ ორგანიზაციას ხელშეკრულება თვის ბოლომდე უგრძელდება "უნივერს ჯგუფს" ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაში 2500 ლარამდე ეკონომია. ქონდა, რაც საშუალებას მისცემს ცხოველებზე მეთვალყურეობა თვის ბოლომდე განახორციელოს", - აღნიშნა ქუთაისის მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსმა არჩილ ტყაბლაძემ.
თვის ბოლოს უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების საკითხი ააიპ სპეციალურ სერვისებს გადაეცემა.
როგორც დასუფთავების სამსახურში განმარტავენ დებულებაში ცვლილება შედის, რა ცვლილების საფუძველზეც შეიქმნება მუნიციპალური საწარმო, რომელიც უმეთვალყურეო ცხოველების საკითხზე იზრუნებს.
თავშესაფარში ამჟამად 65 ძაღლი იმყოფება. თვის ბოლოსთვის მათი რიცხვი ასამდე გაიზრდება.
მასალის გამოყენების პირობები